მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 11:14

13. და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ.14. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.15. და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 11
14. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 11, მ. 1-6)

1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. 4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას,...

სრულად ნახვა
მოძღვრება, თქმული რაჭის უეზდის სოფლის სორის ეკკლესიასა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო ქრისტიანენო! თუმცა მე არა ერთ-გზის მიწირავს ამ თქვენს ძველს ეკკლესიაში, გარნა მოძღვრება და დარიგება ჯერედ ერთხელაც არ მომიცია თქვენთვის, ვითარცა სხვათა სოფლის ეკკლესიათა შინა, ჩვეულებისა და მოვალეობისამებრ ჩვენისა. ეს მოხდა მისთვის, რომელ წირვა ჩვენი აქა ყოველთვის დაემთხვია უბრალო, სანიადაგო დღეებში, როდესაც თქვენ იყავით მუშაობაში და მოსვლა საყდარში არ გცალოდათ. თუმცა დღესაც უბრალო დღე არის, მაგრამ დღეს მე განგებ დაგიბარეთ თქვენ წირვის მოსასმენად, რადგანაც მსურდა დღეს მაინც გადამეხადა ჩემი ვალი თქვენ წინაშე. მე ვალი მმართებს თქვენი: ჩემი ვალი ის არის, რომ გასწავლო, დაგარიგო სჯულში და ქრისტიანობაში. თუ ეს ვალი არ გარდავიხადე, მეშინია, ღმერთმა არ მომკითხოს ოდესმე. ახლა, პირველად, მადლობას გეტყვი, რომ ისმინეთ ჩემი დაბარება და მოხვედით აქ. ნუ ნანობთ ერთი საათის, ანუ საათნახევრის მოცდენას მუშაობისაგან! მუშაობა ყოველ დღეს შეგიძლიათ; გარნა მღვდელ-მთავრის წირვის და დარიგების მოსმენა არა ყოველს დღეს შეგიძლიათ. მარტო მუცლისთვის არ უნდა ზრუნვიდეს კაცი; სულსაც უნდა თვისი საზრდო; სულის საზრდო არის სწავლა, ნუგეში, განათლება; თუ გულმოდგინეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის