...მჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ; და ლეღჳსა მის მივიდა, რაჲთამცა პოვა ჭამადი, ; და აქაცა არარაჲ აქუნდა და არცა ეზრუნა პირველ ჟამისა, არამედ მაშინ ოდენ იყიდდეს, და არა ვითარცა ჩუენ, რომელ, გან-რაჲ-თენეს, მზარაულთა ხოლო მოუწოდთ და მეტრაპეზეთა. და იგი არს საქმჱ ჩუენი, და ზრუნვაჲ სულისაჲ გარეწარად გუაქუს. ამისთჳს ყოველი საქმჱ ჩუენი ზე და ქუე იქმნა, რამეთუ საქმჱ გარეწარად გუაქუს და გარეწარი - საქმედ.
ხოლო იხილე, ვითარ იყო შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რამეთუ არა თუ ოდენ დამაშურალ იყო, არამედ მარტოდცა დაშთომილ, და არავინ იყო მოწაფეთაგანი მის თანა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ დედაკაციცა იგი სხჳსა საქმისათჳს მოსრულ იყო, რაჲთამცა ესრეთ ყოვლით კერძო დაუყო პირი ჰურიათა, და ვერ აქუნდეს სიტყუაჲ, თუ იესუ თჳსსა სიტყუასა წინააღუდგ...