მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:3

2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას.3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).:

...და ვითარმედ: „ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯუარს-ეცუა“. ხოლო არა თუ ოდენ ნათლის-ღებასა ჯუარ-ცუმა ეწოდების, არამედ ჯუარ-ცუმასაცა - ნათლის-ღება, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ“. ; რამეთუ ვითარცა ჩუენ ადვილად შთავჰყოფთ წყალსა თავთა და აღმოვიღებთ, ეგრეთვე უფალი ადვილად მოკუდა და, ინება რაჲ, აღდგა, დაღაცათუ საიდუმლოდ სამ დღე იყო საფლავსა შინა.

სწავლაჲ კე ვითარმედ უნათლავსა დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი აქუნდენ, გეჰენიად მივალს

ხოლო აწ რომელნი ესევითართა საიდუმლოთა ღირსქმნულ ვართ, ცხორებაჲცა მოვიგოთ ღირსი მის ნიჭისაჲ, და რომელნი არა ღირსქმნულ ხართ მას, ყოვლითა სახითა ისწრაფეთ, რაჲთა ღირს მისა იქმნნეთ, და ვიქმნნეთ ერთ გუამ და ურთიერთას ძმა. რამეთუ ვიდრემდის ამით საქმით განყოფილ ვიყვნეთ, არცა ერთ არს ერთობაჲ, დაღაცათუ ჴორციელად ძმა ვიყვნეთ, რამეთუ უცხო არს უნათლავი ნათელღებულისაგან, არა აქუს ორთავე ერთი მამაჲ, არცა ერთი ქალაქი, არცა ერთი საზრდელი, არცა ერთი სამოსელი, არცა სხუაჲ რაჲ, არამედ ყოველივე შეცვალებულ არს; და ნათელღებულისაჲ ყოველივე ზეცისაჲ არს, ხოლო უნათლავისაჲ ყოველივე - ქუეყანისაჲ და ცოდვისაჲ;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...დაფარულ იყო მათგან სიტყუაჲ იგი და ვერ გულისჴმაჰყოფდეს. ; (18,34) რამეთუ ესოდენ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს, ვიდრეღა ძენი ზებედესნი მოუჴდეს და ზემოჯდომისათჳს ეტყოდეს: „მომეც ჩუენ, რაჲთა დავსხდეთ ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით დღესა მას დიდებისასა“. ხოლო ვითარ აწ მათე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: დედაჲ მათი მოუჴდა და ითხოვდა ამას? - რამეთუ ორივე იქმნა. ვედრებაჲ ესე მათი იყო, გარნა მიიყვანეს დედაჲცა მათ თანა მეხჳშნედ, რაჲთა უმეტესად დაარწმუნონ ქრისტესა მიცემად მათა თხოაჲ იგი. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე და მათი იყო უფროჲსღა თხოაჲ იგი, არამედ რიდობისაგან და სირცხჳლისა წარმოადგინეს დედაჲ თჳსი ვედრებად, იხილეთ, ვითარ მათა მიმართ ყო უფალმან სიტყუაჲ თჳსი და არა დედისა მიმართ.

ვისწაოთ უკუე პირველად, თუ რასა ითხოენ და ვინაჲ მოვიდეს თხოასა ამას. ჰხედვიდეს თავთა თჳსთა უფროჲს სხუათასა პატივცემულად და ამისთჳს ჰგონებდეს მიმთხუევად სათხოელსა მას.

ხოლო რაჲ არს ესე, რომელსა ითხოენ? ისმინე ლუკა მახარებელისაჲ, რომელი განცხადებულად გამოაჩინებს ამას და იტყჳს, ვითარმედ: „მოახლებულ იყო იერუსალჱმს იესუ, და ჰგონე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

...ჳს სიყუარულისა წარემატა და თავ იქმნა კრებულისა მის მოციქულთაჲსა; და იოვანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშჳდისა და სიკეთისათჳს სულისა მისისა უფროჲს ყოველთა შეყუარებულ იყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმჴურვალისაგან ჰრქუა, ვითარმედ: ძალ-გჳც სუმად სასუმელი იგი, ; და არა ხოლო თუ თქუა, არამედ აღასრულაცა სიტყუაჲ თჳსი და პირველ ყოველთა მოციქულთასა მიიღო სასუმელი ქრისტესთჳს სიკუდილისაჲ. რამეთუ ესოდენ ფიცხელ იყო იგი და მძიმე ჰურიათა მიმართ, ვიდრეღა ჰეროდე დიდად ნიჭად მიჰმადლა ჰურიათა მოკლვაჲ მისი. ესრეთ უმეტესსა საზომსა იყვნეს სამნი ესე. ამისთჳს იგინი მიიყვანნა, რაჲთა უმეტესად უძლონ ხილვად, რამეთუ ხილვაჲ იგი საზომისაებრ სათნოებისა იქმნებოდა. ამის უკუე ხილვისათჳს იყო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არიან ვიეთნიმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი დიდებითა თჳსითა“. ესე იგი არს, ვიდრემდე იხილონ სახე განცხადებული, თუ ვითარ მეგულების მეორედ მოსლვად.

ხოლო სახელები არა თქუა სამთაჲ მათ, არამედ ესრეთ უცნაურად მიუთხრა, რაჲთა არარაჲ კაცობრივი შეემთხჳოს სხუათა მათ, რამეთუ ყოველნი სურვიელ იყვნეს ხილვად დიდებისა მის. ხოლო უწინარეს ესოდენთა დღეთა ამისთჳ...

სრულად ნახვა