მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:11

10. და მერმე სახლსა რაჲ შინა იყო, კუალად მისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ:11. უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს სხუაჲ, მან იმრუშა.12. და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
11. უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს სხუაჲ, მან იმრუშა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 10, მ. 1-9)

1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ. 2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას. 3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე? 4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად. 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე. 6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა: 7. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, 8. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. 9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

უფალი ხშირად ტოვებდა იუდეას ფარისეველთა სიძულვილის გამო მისდამი. მაგრამ ახლა ისევ მიდის იუდეაში, რამეთუ ახლოვდებოდა ჟამი მისი ვნებისა. თუმცა, იგი პირდაპირ იერუსალიმში კი არ მიდის, არამედ თავიდან „საზღვართა ჰურისტანისათა“, რათა სარგებელი მისცეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...ა თჳსსა, გარნა ძირითურთ აღმოჰფხურენ იგი, რამეთუ საძაგელ არს საქმჱ ესე წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ განუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა და ცოლიცა თჳსი შთააგდო მრუშებასა“. ; (19,9); ; რამე-თუ ბოროტ არს სიძვაჲ, ბოროტ! და უკუდავსა საშჯელსა მოაწევს კაცსა ზედა მოქმედსა მისსა, და ამასცა სოფელსა ყოველი მსიძავი ბოროტითა ცხორებითა იყოფების და მონა არს ბოროტისა, რამეთუ სახლსა უცხოსა შევალს შიშითა და ძრწოლითა დიდითა და ყოველთა მიმართ იჭუეულ არნ, მონათა მიმართ და თავისუფალთა.

ამისთჳს გევედრები, განეშორენით ამას ბოროტსა სენსა, და რომელნი არა განეშორებით ამას ბოროტსა, წმიდასა ეკლესიასა ნუ შეხუალთ. რამეთუ არავინ ცხოვარი მღიერითა სავსჱ შეიყვანის მრთელთა თანა, არამედ შორს-ჰყოფნ მათგან, ვიდრემდის მისი იგი სენი აღიჴოცნის. რამეთუ ჩუენ ასონი ვართ ქრისტესნი, და ნუმცა ვიქმნებით ასო მეძვისა, რამეთუ ადგილი ესე არა სამეძვოჲ არს, არამედ ეკლესიაჲ. ხოლო შენ უკუეთუ ასონი მეძვისანი გქონან, ეკლესიასა შინა ნუ დასდგები, რაჲ-თა არა შეურაცხ იქმნეს წმიდაჲ ესე ადგილი. რამეთუ ვითარ თავს-იდებ შემდ...

სრულად ნახვა