მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 9:2

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ.2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 9
2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:

...ულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“? ; და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“, უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“ (6,68).:

...იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს ძჱ იოსებისი“; ხოლო ამან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ; ; ; და ვითარმედ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“, რამეთუ ასმიოდეს მას კეთილად სიტყუანი იგი მოძღურისანი, რომელთა იტყოდა, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა, და აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ აჩუენა, ვითარმედ ყოველნივე სიტყუანი მისნი აჴსოვნან, რაჟამს თჳთ იგინი თქუნა. ხოლო ქრისტემან, იხილეთ, რაჲ ყო, არა აქო, არცა დაუკჳრდა პეტრჱსთჳს, არამედ მიუგო და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან თქუა პეტრე, თუ: „ჩუენ გურწმენაო“, მერმე უფალმან კრებულისა მისგან განყო იუდა. რამეთუ სხუასა მას ადგილსა არარაჲ თქუა მან მოწაფეთათჳს, არამედ ოდენ ჰკითხა რაჲ იესუ, თუ: „თქუენ რასა იტყჳთ ჩემთჳს?“ ; ;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვად, დაიმარხენ მცნებანი, რაჲთა არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე? ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა; და მოვედ, შემომიდეგ მე“ (19,17-21).:

...უგულებელს-ყოფაჲ საფასეთაჲ, არამედ ჯერარს შედგომაჲ ქრისტესი. ესე იგი არს, რაჲთა სხუანიცა მცნებანი მისნი აღვასრულნეთ და მზა ვიყვნეთ სახელისა მისისათჳს დათხევად სისხლისა და მარადღე სიკუდილად, ვითარცა თავადი ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგ მე“; რამეთუ ფრიად უმაღლეს არს ესე მცნებაჲ დატევებასა საფასეთასა. ესე იგი არს შედგომაჲ უფლისაჲ აღსრულებითა მცნებათა მისთაჲთა და დათხევაჲ სისხლისაჲ სახელისა მისისათჳს და დათმენაჲ სიკუდილისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესმა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად“ (19,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნანდჳლვე არა სწორად შეჰკრვენ მცირედნი საფასენი და მრავალნი გონებასა, არამედ იპოოს რაჲ კაცი ანგაჰრებისაგან ძლეულ, რაოდენცა საფასენი განმრავლდებოდინ, უმტკიცესითა საკრველითა შეიკრვის გული მისი, და უმეტესად აღეტყინების ტრფიალებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა, ვითარი ძალი აჩუენა ვნებამან მან, რამეთუ რომელი-იგი სიხარულით მოუჴდა უფალსა და ეძიებდა ცხორებასა საუკუნესა, უბრძანა რაჲ უფალმან დატევებაჲ საფასეთაჲ, ესოდენ შეაჭირვა და დაამძიმა, ვიდრეღა სიტყჳს-მიგებადცა ვერ უძლო, არამედ დუმილით წარვიდა მწუხარე და ფრიად მჭ...

სრულად ნახვა