მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:56

55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი.56. და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
56. და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სახლსა მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს იგი, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას“ (9,23-24).:

...არცა ლაზარეს ზე ჰრქუა მათ: „განჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“; რაჲთა ორივე მტკიცე და განცხადებულ იყოს, მოკუდომაჲცა და აღდგომაჲ, და ვერვის ჴელ-ეწიფებოდის ორგულებაჲ ანუ ურწმუნოებაჲ.

ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ამცნო მამა-დედათა მისთა, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი“, რაჲთა ყოვლით კერძო გუასწაოს ჩუენ სიმდაბლე და არაგამოცხადებაჲ ქველისსაქმეთა ჩუენთაჲ.

სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათჳს, არამედ ლოცვაჲ მათთჳს და ჟამისწირვაჲ

და აწ უკუე, ვინაჲთგან ამას სიტყუასა მოვედით, მნებავს მცირედ მათა მიმართ თქუმად, რომელნი უწესოდ და უზომოდ იგლოენ და ტყებასა იქმან მიცვალებულთათჳს.

გულისჴმა-ყავ, კაცო, ვითარმედ მაშინ უფალმან ერი იგი მგლოარე და მტყებარი გარე განასხა. აწ უკუე შენ ნუ მათ თანა განისხმი, არამედ ეგე პეტრეს და იოვანეს და იაკობის თანა. უკუეთუ მაშინ იგინი განასხნა, არა უფროჲსად აწ ქმნასა? რამეთუ მაშინ ჯერეთ არა საცნაურ იყო, თუ სიკუდილი ძილად გარდაქცეულ არს, ხოლო აწ მზისა უბრწყინვალესად ჩანს ესე და საცნაურ არს. გარნა არა გიხილავს შვილი შენი აღდგომილი? ნუ ამისთჳს სულმოკლე ხარ, რამეთუ უეჭუელად აღადგინოს შენიცა ეგე შვილი უმეტესითა დიდებითა. რომელი-იგი მაშინ აღდგა, კუალად მ...

სრულად ნახვა