მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:53

52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სახლსა მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს იგი, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას“ (9,23-24).:

...იგი ეკიცხევდეს მას; არამედ სახიერმან არავე შეჰრისხნა ურწმუნოებისა მისთჳს, არამედ საქმით ამხილა მათი იგი სიცოფე. არა შეჰრისხნა მოკიცხართა მათ, რაჲთა იგინიცა და მგოსნები იგი და ერი, რომელი ეტყებდა, ყოველნივე მოწამე იყვნენ სიკუდილისა მის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო“. რამეთუ უმადლოებაჲ იგი და ურწმუნოებაჲ ჰურიათაჲ აურაცხელ იყო და მრავალგზის შემდგომად ქმნისა სასწაულთაჲსა არაქმნასა სწამებდიან, ამისთჳს წინაჲთვე განგებულებით იქმნებოდა დამტკიცებაჲ სიკუდილისაჲ მის, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა მომკუდარ იყო. ეგრეთვე ლაზარეს ზე იქმნა; ჰრქუა მათ: „სადა დასდევით იგი?“ რაჲთა მათ თჳთ თქუან: „მოვედ და იხილე“; და კუალად ჰრქუეს: „ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს“; და ვერ უძლონ მერმე თქუმად, თუ: არა მკუდარი აღადგინა. ეგრეთვე აქა ყოვლით კერძო დაემტკიცა და საცნაურ იქმნა სიკუდილი ყრმისაჲ მის, რაჲთა ყოველთავე ცნან ძალი საკჳრველებისაჲ მის. ამისთჳსცა, ხედვიდეს რაჲ მშობელნი მისნი, „უპყრა ჴელიო და აღადგინა ქალი იგი“. არა თუ სხუაჲ მისცა სული, არამედ იგივე, რომელი განსრულ იყო...

სრულად ნახვა