მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:50

49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.51. და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, და მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო-თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან“ (9,20-22).:

...ცარი იყო გონებითა და იჭუეულ იყო, თუმცა უძლო ქრისტემან აღდგინებად ასულისა მისისა, უფროჲსად, ვინაჲთგან მოვიდეს სახლისა მისისაგან და ჰრქუეს მას, ვითარმედ: „ასული შენი მოკუდა“. ამისთჳს ქრისტე დედაკაცისაცა ამის მიერ გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ ყოველივე ძალ-უც, და მას ეტყოდა: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხონდეს იგი“.

ამათ ყოველთა მიზეზთათჳს შორის შემოიყვანა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: „ნუ გეშინინ, ასულო!“ ვითარცა-იგი პირველ განრღუეულსა მას ჰრქუა: „ნუ გეშინინ, შვილო!“ რამეთუ შიშისაგან შეძრწუნებული იყო დედაკაცი, ამისთჳს ჰრქუა: „ნუ გეშინინ!“ და ასულად უწოდა მას, რამე-თუ სარწმუნოებამან მისმან ღირს-ყო იგი შვილებასა მას საღმრთოსა; და მეყსეულად ქებაჲ სათნოებისა მისისაჲ წარმოთქუა: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაო“. ხოლო ლუკა ამისსა უმეტესსაცა გჳთხრობს დედაკაცისა მისთჳს, ვითარმედ: შეახო რაჲ ფესუსა სამოსლისა მისისასა და განიკურნა, არა მეყსეულად მოუწოდა მას ქრისტემან, არამედ პირველად თქუა: „ვინ შემახო მე? ჰრქუა პეტრე: მოძღუარ, ერი გარემოგადგან შენ და შეგაიწრებენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი იგი, განსრული ჩემგან“. ხოლო ამას იტყოდა გონებათა მა...

სრულად ნახვა