მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:49

48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ, დასდევ ჴელი შენი, და ცხონდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა“ (9,18-19).:

...საჲ, რომელ-ესე უმეტესისა გლოჲსა მიზეზ იყო ჰასაკისა მისთჳს სიჭაბუკისა მისისა. ამის-თჳსცა გარდამატებული რაჲ იხილა გლოაჲ მათი უფალმან, მეყსეულად აღდგა და შეუდგა მას. ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოკუდებოდაო, ოდეს მთავარი იგი მოვიდა, და მერმე მოვიდეს და ჰრქუესო, ვითარმედ: „ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა“. ხოლო აქა იტყჳს მათე, ვითარმედ: „თაყუანის-სცემდა მთავარი იგი და ეტყოდა: ასული ჩემი აწღა აღესრულა“. ვითარ არს ესე? გარნა ესრეთ გულისჴმა-ყავთ: დაუტევა მან ასული თჳსი უკუანაჲსკნელთა აღმოფშჳნვათა შინა და, მოუჴდა რაჲ იესუს, ჰრქუა, ვითარმედ: „აწ აღესრულა“. იჭჳთ თქუა, რამეთუ ვინაჲთგან ესრეთ აღსასრულსა ზედა დაეტევა, იტყოდა, ვითარმედ აწ მომკუდარ იყოს, რაჲთა უმეტესად შეასწრაფოს უფალსა. ხოლო იხილე სიზრქე გონებისა მისისაჲ, ვითარ ეტყჳს უფალსა, „მოედო და დასდევ ჴელი შენი“. ფრიად შორს იყო სიბრძნისა მისგან და სარწმუნოებისა ასისთავისა მის, რომელმან ჰრქუა: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“. რამეთუ ზრქელნი გონებითა ხილულთაცა საქმეთა ეძიებენ, ვითარცა ნემან ასური ეძიებდა ელისესგან დადებად მის ზედა ჴელისა; ხოლო რომელსა აქუნდეს სარწმუნოებაჲ...

სრულად ნახვა