მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:45

44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ.45. და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
45. და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).:

...ვსა მის ზე ქმნა, რამეთუ თქუა: „მოვიდე და განვკურნო იგი“, რაჲთა გამოცხადნეს სარწმუნოებაჲ მისი, ვითარ მიუგო, ვითარმედ: „არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“; და წიდოვნისა მისთჳს იტყოდა: „ვინ შემახო მე?“ რაჲთა განცხადებულ იქმნას სარწმუნოებაჲ მისი; და სამარიტელსა მას ამხილა ცოდვაჲ მისი, რაჲთა საცნაურ-ყოს, ვითარ მხილებულიცა არავე განჰკრთა, არამედ უმეტესსა სარწმუნოებასა მოვიდა. ეგრეთვე აქა ესრეთ განაწესა, რამეთუ არა ენება, რაჲთამცა დაიფარა ესოდენი სათნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, არამედ ჯერ-უჩნდა გამოცხადებად დიდძალი იგი საუნჯე მის შორის დაფარული სარწმუნოებისა მის მჴურვალისაჲ და სიმდაბლისა ფრიადისაჲ; ვითარ თავადმან შვილად უწოდა უმადლოთა მათ ჰურიათა, ხოლო მან არა ხოლო დრტჳნვაჲ არა აჩუენა, არამედ უფროჲსად აღჰმატა ქებაჲ მათი; თქუა, ვითარმედ: „ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“. იხილეა სიბრძნე და სიმდაბლე დედაკაცისაჲ მის? იხილე კუალად ზუაობაჲ იგი ჰურიათაჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართო და არასადა ვის ვჰმონებდით“, და სხუასა ესევითარსა მრავალსა იტყოდეს. ხო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, და მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო-თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან“ (9,20-22).:

...ჳს, ვითარმედ: შეახო რაჲ ფესუსა სამოსლისა მისისასა და განიკურნა, არა მეყსეულად მოუწოდა მას ქრისტემან, არამედ პირველად თქუა: „ვინ შემახო მე? ჰრქუა პეტრე: მოძღუარ, ერი გარემოგადგან შენ და შეგაიწრებენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი იგი, განსრული ჩემგან“. ხოლო ამას იტყოდა გონებათა მათ მიმართ ერისათა, ზრქელთა და უგულისჴმოთა, არა თუ იგი უმეცარ იყო, თუ ვინ შეახო მას, და კუალად დედაკაცისა მისთჳსცა, რაჲთა ცნას მან, ვითარმედ არარაჲ დაეფარა, და თავით თჳსით აღიაროს საქმე იგი და გამოაცხადოს მის ზედა აღსრულებული საკჳრველებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი ლუკა, ვითარმედ: „იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. ხოლო იესუ ჰრქუა: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშჳდობით!“

იხილეა, რაოდენ უაღრეს იყო დედაკაცი იგი შესაკრებელთმთავრისა მის? არა მოუწოდა სახედ თჳსად, დაღაცათუ მდიდარი იყო ფრიად, არა უპყრა სამოსელსა მისსა, არამედ შე-ოდენ-ახო ფესუსა სამოსლისა მისისასა, და უკუანაჲსკნელ ღათუ მოვიდა,...

სრულად ნახვა