...ენ არა მივსცემთ, არამედ სხუათაგანცა მოვიხუეჭთ და უჯეროდ მოგებულსა მას უჯერო-თავე საქმეთა შინა წარვაგებთ, რაჲთა ორკერძოვე საჴუმილი აღვიტყინოთ ჯოჯოხეთისაჲ. ხოლო სესხებად აქა არა ამას იტყჳს, აღნადგინებად განცემასა, არამედ რომელი-იგი სხუასა ადგილსა განგჳმარტა და თქუა: „ავასხებდით, ვინაჲ-იგი არა მოელით მოღებასა“, რამეთუ ესე არს სესხებაჲ კეთილი, ხოლო მეორე იგი, ვახშად და აღნადგინებად მიცემაჲ, დიდისა ბრალისა და სასჯელისა ღირს არს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (5,43-45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე თავი ესე ყოველთა კეთილთაჲ, ვითარ უკუანაჲსკნელ ყოვლისა დააწესა, რამეთუ ამისთჳს პირველთქუმულთა მათ მიერ გუასწავა: ყურიმლის-ცემაჲ თუ შეგუემთხჳოს, მიპყრობად ერთკერძოჲცა, და წარღებასა ზედა კუართისასა მიცემად სამოსელისაცა, და წარძღუანვასა ერთისა მილიონისასა მისლვად ორიცა, რაჲთა...