...ნები მსგავს არს ნაშობთა იქედნისათა, რამეთუ ვითარცა იგინი შეშჭამენ საშოსა დედისასა, ეგრეთვე ესე შეშჭამს სულთა მათ მომგებელთა მისთასა.
ამათ ესევითართა ჴელისწერილთათჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „ყოველივე ჴელისწერილი სიცრუისაჲ განხეთქეო“, რამეთუ უფალმან ესრეთ გჳბრძანა: „ავასხებდითო, ვინაჲ-იგი არა მოელოდით მოღებასა“. ხოლო შენ, კაცო, არა მას ოდენ ეძიებ, რომელი მიეც, არამედ აღნადგინებისაცა მოჴდად იკადრებ გლახაკისაგან და ჰგონებ, თუ ამით ჯერითა საფასეთა შენთა განამრავლებ; არამედ უწყოდე, ვითარმედ საფასისა წილ ცეცხლსა მას უშრეტსა აღატყინებ შენ ზედა.
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, უცხო-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ამის უჯეროებისაგან; მოვიწყჳდნეთ ბოროტნი ესე ჩუეულებანი, დავამჴუნეთ აღნადგინებნი იგი ანგაჰრებისანი; განვიჴსნათ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ; განვხეთქოთ გულარძნილებაჲ ყოვლისავე ცოდვისაჲ; განუტევნეთ პყრობილნი მიტევებით და ყოველი ჴელისწერილი სიცრუისაჲ განვხეთქოთ; ვსცეთ მშიერთა პური და გლახაკნი უსადგურონი შევიყვანნეთ სახლად ჩუენდა; ვიხილოთ თუ შიშუელი, შევმოსოთ იგი და თჳსი ნათესავისა ჩუენისაჲ არა უგულებელს-ვყოთ (ესე არიან ყოველნივე სარწმუნოებისა მიერ და წმიდისა ნათლის-ღებისა ძმანი ჩუენნი); მოვიგოთ სიყუარული, სახიერებაჲ, კაცთმოყუარებაჲ, სიწმიდე, სიმდაბლე,...