...მეთუ ოდესმე იტყჳს, ვი-თარმედ: „ამას ჰკიდავს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; ; და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“, რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ „თქუენთჳს სულსა ჩემსა დავსდებო“, ; (15,13) არამედ ესრეთ არასადა თქუა ესე, ვითარ ამას ადგილსა. გარნა ზემორე იტყოდა მწყემსისა მისთჳს კეთილისა, ხოლო აქა ასწავებს მათ სიყუარ...
სახარებაჲ ლუკაჲსი 6:31
30. ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.31. და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.32. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6