მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:31

30. რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.31. და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.32. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
31. და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 22; მ. 1-6]

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ. 2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას. 3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. 4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. 5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. 6. და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

მწიგნობარნი ეძიებდნენ მის (იესოს) მოკვლას. რამდენადაც მოახლოებული იყო პასექის დღესასწაული და ისინი, ამიტომ, ხედავდნენ საფრთხეს თავისთვის იმაში, რომ ხალხი უნდა შეკრებილიყო, განსაკუთრებით კი დღესასწაულის დროს, ამდენად ისინი ეძიებდნენ ხერხს, თუ, ბოლოსდაბოლოს, როგორ მოეკლათ იგი ისე, რომ ყოველგვარი საფრთხე აეცილებინათ თავიდან. სატანა კი შევიდა იუდაში, „და იყო იგი რიცხვისაგან ათორმეტისა“, ანუ ერთ-ერთი მასთან მიახლოებული და გულწრფელ მოწაფეთაგან. ნურავის ექნება საკუთარი თავის იმედი, არამედ ყურადღებით იყავი შენი ცხოვრების მიმართ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული მეუფება და დაცემულთა აღდგენა:

...და. პეტრე კი, რომელსაც დაცემა ემუქრებოდა, წინასწარ აღადგინა.

და მოისმინე, როგორ: ამბობს, „სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“ (). შემდეგ კეთილისმყოფელობის სხვა სახეზეც ამბობს; რადგან მისი მზრუნველობა მრავალსახე და მრავალგვარია. „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). ხედავ, როგორ აჩვენა, რომ „ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა“ ()? რაც სახარებებშია ნათქვამი: „მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (), ეს ამ წინასწარმეტყველმაც აქ მიანიშნა, როცა თქვა: „და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ ()....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 139-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღმრთის მფარველობა მზაკვრობის დღეს:

...რომლის შესახებაც ამბობს: „ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (). ასე დაესხა იობს სურვილით; ასე განიზრახავდა პეტრეზეც შეტევას; ამიტომაც ამბობდა: „რაოდენგზის მოგითხოვა სატანამ, რომ ვითარცა იფქლი გაგცრას“ ()3. ხედავ, რაოდენი სურვილი ჰქონდა? არიან ადამიანებიც, რომლებიც ბოროტი თვალისა და შურის გამო მის ბოროტებას ბაძავენ და სხვათა უბედურებებზე ხარობენ. მათაც ვაებით მოიხსენიებს წერილი, როცა ამბობს: „ვაი, რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა“ (); და სრულიად სამართლიანად, რადგან ეს გახრწნილი გონების საქმეა.

რადგან თუ დაღუპულთა გამო ტკივილიც, კვნესაც და გოდებაც გვმართებს, რა შენდობა ან რა გამართლება ექნებათ მათ, ვინც არა მხოლოდ არ თანასტკივა, არამედ კიდეც ხარობს? განა არ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. საყოველთაო ცოდვა და ღვთის შენდობა:

...ებისა და რჩევის შემდეგ არ ამხილა იგი, როცა იმ მძიმე დაცემაში ჩავარდა? მაგრამ ამასაც გვერდი აუარა და მოციქულთა შორის პირველ ადგილზე დააყენა. ამიტომაც ეუბნებოდა: „სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი“ () და „ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“ ().

ამის შემდეგაც კი, თუ ღმერთი წყალობითა და კაცთმოყვარეობით არ მოვა განსაკითხად, არამედ ზედმიწევნით გამოკვლევას მოაწყობს, უთუოდ ყველას პასუხისმგებლად პოვებს. ამიტომაც პავლე ამბობდა: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები“ (); და ეს სიტყვაც ამბობს: „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო“ (). სიტყვათა ეს გაორმაგება უბრალო რამ არ არის; ეს იმ ადამიანის სიტყვაა, რომელსაც აკვირვებს და განაცვიფრებს კაცთმოყვარეობის დიდი სიუხვე,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...რომელ სხუათა უახოვნესად თქუა თავი თჳსი, მესამედ, რომელ ძალსა თჳსსა მიენდო.

ამის ყოვლისა განკურნებისათჳს მიუშუა უარის-ყოფად. ამისთჳსცა ამხილებს და ეტყჳს: „სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“.

რაჲ არს ესე, რომელ ყოველნი ითხოვნა, და უფალი იტყჳს, ვითარმედ: შენთჳს ოდენ ვევედრე? ამხილებს ამით სიტყჳთა, ვითარმედ: რომელი-ეგე იქადი სხუათა უმეტეს სიმჴნესა, ყოველთასა უუძლურეს იპოები. ამისთჳს ვევედრე, რაჲთა არა მოგაკლდეს სრულიად სარწმუნოებაჲ შენი.

და რად არა თქუა, თუ: არა მიგიშჳ სრულიად მოკლებად, არამედ „ვევედრეო“?

სიტყუათა სიმდაბლისათა იტყჳს ვნებად მიმავალი, რაჲთა კაცებაჲ აჩუენოს. რამეთუ რომელმან აღაშენა ეკლესიაჲ აღსაარებასა მას პეტრესსა და ესრეთ განამტკიცა, რაჲთა „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“; რომელმან კლიტენი სასუფეველისანი არწმუნნა და ესოდენი ჴელმწიფებაჲ მისცა და არასადა ეჴმარა ლოცვაჲ, არამედ ჴელმწიფებით ჰრქუა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ... და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“; აწ ერთისა კაცის...

სრულად ნახვა