მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:5

4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის,5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთვრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 18; მ. 1-8]

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?

რამდენადაც უფალმა მწუხარებანი და საფრთხეები ახსენა, მათგან კურნებასაც გვთავაზობს. ეს კურნება ლოცვაა და არა უბრალოდ ლოცვა, არამედ განუწყევეტელი და გაძლიერებული...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 122-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ზეცისკენ მზერა და წყალობის ვედრება:

...რემდის შემიწყალნეს“** (). ამიტომ შენც მუდმივად იდექი: მიიღებ თუ ვერ მიიღებ; თუ ვერ მიიღებ, ნუ განეშორები, და აუცილებლად მიიღებ. რადგან თუ ის სასტიკი მსაჯული ქვრივის დაჟინებულმა დგომამაც მოალბო (), შენ რა გამართლება გექნებოდა, ასე სწრაფად რომ გარბიხარ, სულმოკლეობ და დუნდები? ვერ ხედავ, როგორ ეკიდებიან მხევლები თავიანთ ქალბატონებს და არც გონებას, არც თვალს გარეთ ხეტიალის ნებას არ აძლევენ? ასევე შენც მოიქეცი: მხოლოდ ღმერთს მიჰყევი, ყოველივე სხვა მიატოვე, მისი გახდი, და აუცილებლად მიიღებ იმას, რასაც სასარგებლოდ ითხოვ.

„მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა.“ (). „უფროჲსად აღივსო სული ჩუენი“ (). ხედავ შემუსვრილ გონებას? წყალობით ხსნას ითხოვენ; და წყალობასაც კი არა ისე, თითქოს ღირსებით ეკუთვნ...

სრულად ნახვა