მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:30

29. ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?30. მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი.31. ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
30. მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იე სათნოდ ღმრთისა მოქალაქობისათჳს:

...არა აქო უფალმან საქმე მათი; ხოლო სამარიტელი იგი საქებელ-ყო, ვითარ შეიწყალა უცხოჲ და უცნაური, რომელსა არა აქუნდა მისა მიმართ თჳსებაჲ: აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მიიყვანა ყოველთა სადგურსა და კეთილად იღუაწა და სასყიდელი კურნებისა მისისაჲ მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და უმეტესისაცა მიცემაჲ აღუთქუა. ეგრეთვე ჩუენცა თანაგუაც ყოფად ძმათა მიმართ, რამეთუ ჩუენცა ვიყვენით წყლულ და მომწყდარ, და უფალმან გჳღუაწნა წყალობით. ვითარ უკუე არა ვიღუაწნეთ ჩუენცა ძმანი და მოყუასნი ჩუენნი, გინა თუ ჴორციელად ვიხილნეთ წყლულნი და ჭირვეულნი, გინა თუ სულიერად? არამედ თანაწარვჴდეთ უწყალოდ? და ვითარ მოვიღოთ ჩუენ ღმრთისაგან წყალობაჲ?

ესევითარი ესე წესი შევიკრძალოთ, ძმანო: პირველად ჩუენ შორის მყოფთა ბრძოლათა შფოთი განვაქარვოთ შეწევნითა უფლისაჲთა და ჴორცნი სულსა დავამორჩილნეთ და ვყოთ მათ შორის მშჳდობაჲ კეთილი, მერმე გარეშეცა მშჳდობაჲ მოვიგოთ ძმათა მიმართ, და კუალად ბრძოლისა მის და შფოთისა მოყუასთა ჩუენთაჲსა, გინა თუ სულიერისა, გინა თუ ჴორციელისა, განქარვებად ვისწრაფოთ, რაჲთა ვიყვნეთ ყოვლით კერძო მშჳდობისმყოფელ და ძედ ღმრთისა ვიწოდნეთ ბრძანებისა მისებრ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

ისმინეთ თქუენცა, მეშფოთენო და მოლალენო მოყუასთა მიმართ! ისმინეთ და გულ...

სრულად ნახვა