მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:28

27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ.29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ“ (8,28-29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ სამართლად ეტყოდა მათ, თუ: „პირველად, რამეთუ გეტყჳ თქუენ“. ესრეთ არა ისმენდეს თქუმულთა მათ. „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ“, არა ჰგონებთა, ვითარმედ მაშინ განმეშორნეთ ჩემგან და მომკლათ მე? არამედ მე გეტყჳ, ვითარმედ: „მაშინ სცნათ უფროჲს, ვითარმედ მე ვარ“, სასწაულთა მათთჳს და აღდგომისათჳს და წარტყუენვისათჳს ქალაქისა ამის; რამეთუ ესე ყოველი კმა იყო გამოჩინებად ძალისა მისისა. და არა თქუა, თუ: მაშინ სცნათ, ვინ ვარ, არამედ: „მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“, ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მიხილოთ, ვითარმედ სიკუდილისაგან არაჲ მევნო, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, რომელსა ყოველივე მიპყრიეს, და რომელი-ესე არა წინააღმდგომ ვარ მამისა. და ამისთჳსცა შესძინა და თქუა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა ვიტყჳ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ორივე სცნათ, ძალიცა ჩემი და ერთობაჲცა ესე ჩემი, რომელი მაქუს მამისა მიმართ. რამეთუ სიტყუაჲ ესე განუყოფელობასა მისსა მოასწავებს, რომელ-ესე თქუა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა ვიტყჳ არარას“, რამეთუ არარას იტყჳს გარეშე ზრახვათა მათ მამისათა. რამეთუ რაჟამს დაეცნეთ მსახურებისაგან,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა“ (13,31).:

...თ გონებათა მოწაფეთასა აღჰმართებს და დაარწმუნებს არა ხოლო თუ არა წუხილად, არამედ სიხარულადცა. ამისთჳსცა პეტრეს პირველითგან შეჰრისხნა, რამე-თუ შესლვაჲ სიკუდილსა შინა და სიკუდილისა მიერ ძლევაჲ სიკუდილისაჲ დიდებაჲ არს დიდი. და ესე არს, რომლისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „რაჟამს აღვმაღლდე, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ“; და კუალად იტყჳს: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“; და კუალად თქუა: „სასწაული არა გეცეს თქუენ, გარნა სასწაული იგი იონაჲსი“. ; (16,4); რამეთუ ვითარ არა დიდი დიდებაჲ არს, რაჟამს შემდგომად სიკუდილისა შეუძლოს უმეტესი, ვიდრეღა უწინარეს სიკუდილისა? რამეთუ მოწაფეთა ქმნნეს უმეტესნი სასწაულნი, რაჲთა სარწმუნო იქმნას აღდგომაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ სხჳსა მიერ, არამედ თავისა თჳსისა მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მეყსეულად ადიდოს იგი“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მეყსეულად ჯუარს-ცუმასა თანა, რამეთუ არა თუ შემდგომად მრავლისა ჟამისა, არცა ჟამსა მას აღდგომისასა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ამათ სიტყუათათჳს მრავალთა ჰრწმენა მისი“. ხოლო აწ, უკუეთუ მდაბალთა სიტყუათა მეტყუელებაჲ სარწმუნოებასა მოატყუებდა და მაღალთაჲ - ურწმუნოებასა, ვითარ არა სრულიადი უგულისხმოებაჲ არს არაძებნაჲ მიზეზისაჲ, რომლისათჳს ესრეთ მდაბალთა მეტყუელებდა, ვითარმედ მსმენელთა მათ უძლურებაჲ იყო? ვითარცაიგი სხუასა ადგილსა ენება მაღლისა სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ დაიდუმა და მიზეზი ჰრქუა პეტრეს, ვითარმედ: „რაჲთა არა დაბრკოლდენ, შთააგდე სამჭედური ზღუასა“; ვითარცა-ესე ამასცა ადგილსა ქმნა, რამე-თუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ყოლადვე ისმინი ჩემი“, შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს“. ჰხედავა სიტყუათა ამათ? რამეთუ თავად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ (8,53).:

...უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ (8,53).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ესე უზეშთაეს აბრაჰამისა გამოაჩინებს მას, რამეთუ იტყოდა თავადი, ვითარმედ: რაჟამს მიხილოთ მე ამიერ განსრული, მაშინ აღიაროთ, ვითარმედ უზეშთაეს ვარ. ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „რაჟამს აღამაღლოთ, მაშინ სცნათ, თუ ვინ ვარ“. და იხილე სიბრძნჱ იგი მისი მიუწდომელი, რამეთუ პირველ განყვნა იგინი ნათესავობისაგან აბრაჰამისა, და მერმე იწყო ჩუენებად მათა, ვითარმედ უზეშთაეს არს მისა, რაჲთა ფრიადითა სიმაღლითა უზეშთაეს წინაჲსწარმეტყუელთასა იხილვოს; რამეთუ ვინაჲთგან მარადის წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას, ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჩემი არა დაეტევის თქუენ შორის“; და პირველ იტყოდა, ვი-თარმედ: „აღადგენს მკუდართა“, ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „არა იხილოს სიკუდილი, რომელსა ვჰრწმენე“, რომელ-ესე ფრიად უზეშთაეს არს, არახილვაჲ სიკუდილისაჲ ყოლადვე, ვიდრეღა აღდგომაჲ სიკუდილისაგან. ამისთჳსცა იგინი უფროჲსად განფიცხნებოდეს და იტყოდეს: „შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?“ (8,53). და ესეცა სიტყუაჲ მაგინებლობით, ესე იგი არს, ვითარმედ: შენ თავსა შენსა დიდ-ჰყოფ. ხოლო ქრისტემან ამის სიტყჳსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამსა დღესა შინა აღაშენოა ეგე?“ (2,20).:

...სასწაული, ესე ჰრქუა მათ უფალმან ამისთჳს, რამეთუ არარაჲ იყო სხუაჲ ესრეთ გამომაჩინებელ, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, ვითარ ესე, რომელ სიკუდილსა ესრეთ მძლე ექმნა და მძლავრებაჲ მისი და მძიმე იგი ბრძოლაჲ მისი ესრეთ კეთილად დაჰჴსნა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“; რა-ჟამს-იგი აღვდგე და ყოველი სოფელი ჩემდა მოვიზიდო, მაშინ სცნათ, ვითარმედ ამას ყოველსა ვითარცა ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდ-შობილი ვიქმოდე. ხოლო იგინი სავსე იყვნეს უკეთურებითა, ამისთჳსცა რომელთამე სიტყუათა უფლისათა ყოვლადვე არა ისმენდეს, და რომელთამე ისმენდეს უკეთურითა გონებითა.

ხოლო ესე საძიებელ არს, თუ ვითარ არა უწყოდეს მოწაფეთა, ვი-თარმედ მკუდრეთით აღდგომაჲ ეგულებოდა? გარნა ჯერეთ მადლსა სულისა წმიდისასა არღა ღირსქმნულ იყვნეს, ამისთჳსცა ზედაჲსზედა ესმოდეს სიტყუანი აღდგომისანი და ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყუათა მათ, არამედ იგონებდეს, თუ რაჲ არიან სიტყუანი იგი; რამეთუ ფრიად საკჳრველ არს და უცხო სიტყუად აღდგინებაჲ თავისა თჳსისაჲ მკუდრე-თით. ამისთჳსცა პეტრესცა შეჰრისხნა, რამეთუ არღა იცოდა მან აღდგომისათჳს და ეტყოდა, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“. ხოლო ქრისტემან არა გამოუც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმაყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას“ (27,45-48).:

...(მათ. 12,39); (16,4); ესე არს იგი სასწაული: ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. და კუალად სხუასა ადგილსა მოასწავებდა ძალსა მას ჯუარისასა და იტყოდა: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“. ესე იგი არს, ოდეს ჯუარს-მაცუათ და ჰგონებდეთ, თუ მძლექმნულ ხართ, მაშინ უმეტესად სცნათ ძალი ჩემი. რამეთუ შემდგომად ჯუარ-ცუმისა ქალაქი მათი წარწყმდა, და იგინი აზნაურებისა და პატივისაგან განვარდეს, და წარწყმდა ყოველი საქმე ჰურიათაჲ.

ქადაგებაჲ ქრისტჱსი აღყუავნა და კიდეთა ქუეყანისათა განეფინა, და ძალსა მისსა ყოველი სოფელი, ზღუაჲ და ჴმელი, უდაბნოჲ და შენი მარადის ქადაგებენ. და კუალად ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა მებრ აღესრულებოდეს სასწაულნი იგი საკჳრველნი, რომელნი ფრიად უსაკჳრველეს იყვნეს მაშინ, ვიდრეღა იქცეოდა რაჲ ქუეყანასა ზედა. და სასწაულნი იგი ზეცით გამოჩნდეს: დაბნელებაჲ მზისაჲ და ქუეყანით ძრვაჲ და განპებაჲ კრეტსაბმელისაჲ და განხეთქაჲ კლდეთაჲ და აღებაჲ საფლავთაჲ და აღდგომაჲ მკუდართაჲ. და ესევითარნი საკჳრველებანი არასადა ქმნილ იყვნეს. იქმნეს ეგჳპტესცა, რომელნი-იგი სახე იყვნეს ამისა, გარნა ესენი ფრიად უსაშინელეს იყვნეს: აღებაჲ სამარეთაჲ...

სრულად ნახვა