მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:26

25. ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ.26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა.27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ იგი ჰურიათაჲ! უწინარჱს პასექისა ეძიებდეს მას და მერმე შემდგომად პასექისა პოვეს იგი; და ინებეს მრავალგზის შეპყრობაჲ მისი თავთა თჳსთა მიერცა და სხუათაცა მიერ, და ვერ შეუძლეს; და არავე დაუკჳრდა ძალი მისი, არამედ მარადის შესძინებდეს უკეთურებასა მათსა და არა დასცხრებოდეს. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მარადის ებრძოდეს, ისმინე მახარებელისაჲ, რასა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ტაძარსა შინა იტყოდა და წესითა მოძღურისაჲთა, რომელი უფროჲს შემძლებელ იყო მათა განმწარებად, და ეტყოდა სიტყუათა, რომელთა ზედა იგინი განრისხნებოდეს, რაჟამს-იგი უჩუენებდა, ვითარმედ სწორ არს იგი მამისა თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“, ;

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის