...ე ბ ა ჲ: „სცნათ ჭეშმარიტი“ (8,32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მიცნათ მე, რამეთუ მე ვარ ჭეშმარიტებაჲ. და ყოველივე საქმჱ ჰურიათაჲ სახე იყო, ხოლო ჭეშმარიტებაჲ ჩემგან სცნათ, და განგათავისუფლნეს ჭეშმარიტებამან ცოდვათაგან. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ ეტყოდა, ვითარმედ: „ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ“, ეგრეთვე ამათ ეტყჳს, ვითარმედ: „განგათავისუფლნეს თქუენ“. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის ვჰმონებდითო“ (8,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და უკუეთუ განრისხებაჲ ჯერ-იყომცა, პირველსა მას სიტყუასა ზედამცა განრისხებულ იყვნეს, რომელ ჰრქუა, თუ: „ჭეშმარიტი სცნათ“, და ეთქუამცა, ვითარმედ: აწ არა ვიცითა ჭეშმარიტი, ანუ შჯული ტყუვილ არსა და გულისხმის-ყოფაჲ ესე ჩუენი? გარნა არარაჲ ეურვებოდა მათ ამისგანი, არამედ სოფლისა საქმეთათჳს ელმოდა, რაჟამს მონებაჲ ესმა, რამეთუ არიან აწცა მრავალნი, რომელთა მონებისათჳს კაცთაჲსა ჰრცხუენის, ხოლო მონა თუ იყვნენ ცოდვისა, არა სირცხჳლ-უჩნს იგი და აღურჩევიეს, რაჲთამცა ბევრეულგზის იქმნნესმცა მონა ცოდვათა, ვიდრეღა ერთგზის მონა კაცთა. ესევითარნი იყვნეს იგინიცა და არა იცოდეს, თუ არსღა სხუაჲცა მონებაჲ, გარნა კაცობრივი ესე ოდენ მონებაჲ, და იტყოდეს, ვითარმედ: მონად სა...