...ნი ცეცხლისანი გამოგჳჩნდეს ჩუენ, მუჴლთა მოვიდრეკთ და ქუეყნად დავვარდებით, რამეთუ ხილვასა მას საღმრთოსა ვერ თავს-ვიდებთ, არამედ შევრდომითა მით ცხად ვჰყოფთ, ვითარმედ სულისა მიერ სრული თაყუანის-ცემაჲ სამებისაჲ ვისწავეთ, რამეთუ "სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ" (). და ამას ვჰყოფთ აღსრულებასა დღისა მის მეერგასისასა. ხოლო რაჲსათჳს მას დღესა იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ისმინე:
ჯერ-იყო ჟამსა ოდენ ყანათა სპეტაკობისასა მოვლინებაჲ მანგალსა სულისასა. ამისთჳსცა მან, რომელმან თქუა — "აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან" () და "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი — მცირედ" (), პირველად უკუე აღიყვანა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ და მიერ გარდამოავლინა აღლესული მანგალი სულისაჲ. ხოლო ჯერ-იყო ესე ქმნად დღესა დღესასწაულისასა, რაჲთა, რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს ხილვად ჯუარ-ცუმასა უფლისასა, მათვე კუალად იხილონ სასწაული ესე ენათა განყოფისაჲ, რამეთუ დღისა მისთჳს მეერგასისა მრავალნი შეკრებულ იყვნეს მუნ, ვინაჲთგან დიდ იყო ჰურიათა შორის დღესასწაული ესე, ვინაჲთგან ამას მეერგასესა დღესა მოეცა ძუელი იგ...