...ესრეთ სიტყუა-უგეს მათ, და მათცა ამხილებს, ვითარმედ ფარულად და ბნელსა შინა თხზნიდეს მზაკუვარებათა მათთა, არამედ ნათელსა მათ ვერ სძლონო, და ნიკოდემოსსცა მოაჴსენებს სიტყუათა მათთჳს, რომელთა პირველ ეტყოდა, ვითარმედ: „ყოველი რომელი იქმნ ბოროტსა, სძულნ ნათელი და არა მოვალნ ნათლად, რაჲთა არა განცხადნენ საქმენი მისნი“. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, თუ: „არავის მთავართაგანსა ჰრწმენა მისი“, ამისთჳს თქუა, თუ: „ყოველი რომელი ბოროტსა იქმოდის, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არამოსლვაჲ იგი არა თუ უძლურებისაგან ნათლისა მის იქმნების, არამედ მათისა მის დრკუჲსა და განდრეკილისა გონებისაგან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“ (8,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ისმინეთ, რაჲ ჰრქუა მათ უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაღაცათუ ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე ვალ“ (8,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ღმრთისაგან ვარ და ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ, ხოლო ღმერთი თავისა თჳსისა სარწმუნოჲ მოწამჱ არს. ხოლო თქუენ არა იცითო, რამეთუ ბოროტი გნებავს, და რომელთა-ეგე უწყით, ვითარმედ...