მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:12

11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.12. ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა.13. ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
12. ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ არს სულგრძელებაჲ, და ვითარცა ნავთსაყუდელად მიიყვანებს სულსა დაწყნარებად და განათავისუფლებს ღელვათაგან და სულთაგან ბოროტთა. და ესე ქრისტემან მრავალგან გუასწავა, ხოლო უფროჲსად, რაჟამს-იგი შეიპყრეს ჰურიათა, რამეთუ ანასცა ფრიადითა დაწყნარებულებითა მიუგო და მონასა მას, რომელმან სცა ყურიმალსა, ჰრქუნა სიტყუანი ფრიადისა სულგრძელებისა და ურისხველობისანი; და კუალად კაიაფაჲსა და მერმე პილატესა მივიდა და ესეზომსა ჟამსა ფრიადი აჩუენა სიმშჳდე. და იტყოდეს იგინი, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს, და მხილებაჲ ვერ ძალ-ედვა, და იგი დუმნავე. ხოლო რაჟამს ჰკითხა პილატე მეუფებისათჳს, მაშინ ჰრქუა მას, რაჲთამცა ასწავა და აღიყვანა გონებაჲ მისი სიმაღლედ. ხოლო პილატე რაჲსათჳს თჳსაგან შეიყვანებს და არა ჰკითხავს მათ წინაშე? ამისთჳს, რამეთუ აქუნდა მისთჳს დიდი რაჲმე გულისსიტყუაჲ, და რაჲთა არა დაუხრწევდეს ამბოხებაჲ მათი, ამისთჳს თჳსაგან ჰკითხა, რაჲთამცა ცნა ყოველივე...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა:

...დაო. მაგრამ ჯვარცმის ჟამს ეს სიტყვები არ თქმულა, არამედ სხვა სიტყვები. რადგან არ ამბობდნენ: „თავის თავს ღმერთად წარმოაჩენსო“, არამედ: „არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა“ ().

თუმცა მათვე მრავალგზის ისურვეს მისი მეფედ დადგინება, მან კი განერიდა. მაგრამ, ამბობს, მანამდე ადანაშაულებდნენ, რომ თავის თავს ღმერთად წარმოაჩენდაო. და მერე რა? რადგან თუ ცრუდ და უსამართლოდ წარმოაჩენდა თავს ღმერთად, ისე, რომ ღმერთი არ იყო, მაშინ ბრალდებას აზრი ჰქონდა; მაგრამ თუ სამართლიანად წარმოაჩენდა, მაშინ მას თაყვანი უნდა ეცათ და არა ჯვარზე ეცვათ. მაშ, ვნახოთ, ნუთუ მართლაც ღმერთი არ იყო, როცა თავს ღმერთად წარმოაჩენდა, ანუ ამას აჩვენებდა და გამოავლენდა. საიდან გინდა ისწავლო? მაშინდელთაგან? ახლანდელთაგან?...

სრულად ნახვა