მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:1

1. ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი.2. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
1. ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი“ (18,9).:

...მათა? არავინ იყო სხუაჲ, არამედ ძალი იგი, რომელმან დასცნა პირსა ზედა, რომლისათჳსცა მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: არა წარვწყმიდე მათგანი ერითცა“. ხოლო პეტრე მინდობითა ამის სიტყჳსაჲთა და საქმეთა მათ, რომელნი იქმნებოდეს, შეიჭურა წინააღმდგომთა მათ ზედა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას: და ვითარ, რომლისადა ბრძანებულ იყო არაქონებად კუერთხისა, ; მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა, ; კაცისა მომწყლველცა იქმნებისა ესე? გულისხმა-ყავ, და არა თჳსისა თავისათჳს ყო შურის-გებაჲ იგი, არამედ მოძღურისათჳს, და კუალად, რამეთუ სრულიადი სრულებაჲ არა აქუნდა, არცა იყვნეს საზომსა მას, რომელსა მისწუდეს უკუანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).:

...ტოდე ამის გულისსიტყჳსაგან, რამეთუ შორს იყო ესე მისგან. და რაჲსათჳს უკუე იტყოდა: „აღდეგით და წარვედით“? რამეთუ იგი შემდგომად სწავლისა მის შევიდა მტილსა, რომელი-იგი იუდაჲსა საცნაურ იყო. და უკუეთუმცა მუნ მოსრულ იყვნეს, ვერმცა შეუძლოა თუალთა მათთა დაყოფად, რომელნი-იგი კითხვითა ოდენ დასცნა, ვითარცა მკუდარნი? არამედ სიტყუაჲ იგი მოწაფეთათჳს თქუა, რამეთუ ვინაჲთგან ადგილსა საშიშსა სხდეს და იყო ღამჱ, და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა თქუენ თანა ვიყო“, ამისი შიში იყო მათ ზედა, და ვერ ძალ-ედვა კეთილად სმენად სიტყუათა მათ. ამისთჳს წარიყვანნა იგინი უშიშსარე ადგილსა, რაჲთა არა მიმოიხედვიდენ და მოელოდიან ზედამოსლვასა, არამედ დაწყნარებულად ისმენდენ, რამეთუ ეგულებოდა დიდთა საიდუმლოთა თხრობად მათა. ამისთჳს ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი“ (14,31; 15,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა-მე მოასწავებს ამის იგავისა მიერ? რამეთუ რომელი არა ისმენდეს თქუმულთა ამათ, მას ცხორებაჲ არა აქუს, და ვითარ მედ ყოფადნი იგი სასწაულნი მისითა ძალითა იყვნენ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (15,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).

ვითარცა იოვანე გუასწავებს, პეტრე იყო, რომელმან ესე ქმნა; რამე-თუ ნანდჳლვე მისისა მჴურვალებისა შემსგავსებული იყო საქმე ესე. ხოლო იგიცა ღირს არს გამოძიებად, თუ რად აქუნდა მახჳლი; რამეთუ საცნაურ არს, ვითარმედ აქუნდა, ვითარცა იტყჳს სხუაჲ მახარებელი, ვითარმედ: „ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ“; ანუ რაჲსათჳს უბრძანა ქრისტემან ქონებად მახჳლისა?

რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „ჰრქუა მათ იესუ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელ-თა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა. და მერმე ჰრქუა, ვითარმედ: აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. რამეთუ გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულთა თანა შეირაცხა, რამეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).:

...ა თჳსისა უმეტესად მას პატივ-სცემს.

რამეთუ ვინაჲთგან ორნივე იგი არა განეშორნეს უფალსა ჟამსა მას ვნებისასა, რაჲთამცა თჳსისა ახოვნებისა და ერთგულებისა ქებაჲ დააკნინა მახარებელმან და ღმრთისმეტყუელმან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისდევდა იესუს პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“. და კუალად, აღდგომასა რაჲ აღსწერდა, თქუა, ვითარმედ: პეტრე პირველ შევიდა საფლავად. ესრეთ ყოვლით კერძო პატივ-სცემდა მას.

ხოლო იაკობ მრავალი ჟამი არა დაყო სოფელსა შინა, არამედ პირველითგანვე, მო-რაჲ-იღო მადლი სულისაჲ, ესოდენ განჴურდა გული მისი, და ყოველივე კაცობრივი დაუტევა და სიმაღლედ გამოუთქუმელად აღვიდა და ფრიადითა ახოვნებითა ცეცხლებრ ეკუეთა ერსა მას ჰურიათასა, ვიდრეღა ენება რაჲ ჰეროდეს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მოკლა იგი მახჳლი-თა და ვითარცა დიდი რაჲმე მადლი დაჰმადლა ჰურიათა; და აღესრულა მის ზედა ბრძანებაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „სასუმელი ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ ჩემი ნათელ-იღოთ“.

ხოლო იოვანეცა მრავალთა სიკუდილთა მისცა თავი თჳსი ქრისტესთჳს და მრავალგზის დასთხია მისთჳს სისხლი თჳსი და დიდნი შრომანი და ღუაწლნი თავს-ისხნა და აღასრულა საქმით, რაჲ-იგი აღუთქუა უფალსა, რაჟამს ჰკითხა მან: „...

სრულად ნახვა