...პავლე იტყჳს: „ესრეთ შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს“, და ვითარმედ: „თავი თჳსი დაიკნინა და ხატი მონებისაჲ მოიღო“. და კუალად თავადი იტყჳს: „ვითარცა შემიყუარა მე მამამან, ეგრეთვე შეგიყუარენ თქუენ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა შენ მიერ უწინარეს სოფლისა ყოფისა“ (17,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა შორის არა გაქუნდა დიდებაჲ სამოსლისა მის-თჳს კაცებისა, არამედ ღმრთისა მიერ ითხოვ დიდებასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ განგებულებისა მისისათჳს არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ არღა დიდებულ იყო ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ, არცა აქუნდა უხრწნელებაჲ, არცა ზიარებულ იყო საყდარსა მას სამეუფოსა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: ქუეყანასა ზედა მადიდე, არამედ: შენ თანაო.
სწავლაჲ პ სიმდიდრისათჳს და სიგლახაკისა
ესევითარი უკუე დიდებაჲ ჩუენცა ვპოვოთ საზომისაებრ ჩუენისა, უკუეთუ ვიღუაწოთ. ამისთჳსცა მოციქული იტყჳს: „უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ“. ხოლო ჩუენ ბევრეულთა ცრემლთა ღირს ვართ, რომელთა წინაგჳც ესეოდენი დიდებაჲ, და ჩ...