...ველსა ზედა ჩუენსა, რომელ არს იესუ ქრისტე, დავადგრეთ მის თანა, ვითარცა ვენაჴსა შინა არნ ვაზი; ნუმცა განვეშორებით ყოვლადვე ქრისტესა, რაჲთა არა შეგუემთხჳოს, რაჲ-იგი მან ბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდა გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუეს“.
ჰე, გევედრები, შეუდგეთ ქრისტესა და ნუ მოვსწყდებით მას, რაჲთა არა წარვწყმდეთ, რამეთუ წერილ არს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“. ხოლო შედგომაჲ მისი და მიახლებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების, რამეთუ იტყჳს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“. და იხილეთ, რავდენითა სახითა შეგუაერთნა მან თავსა თჳსსა: იგი არს თავი, და ჩუენ ასონი; იგი არს საფუძველი, და ჩუენ დაშენებულნი; იგი არს ვენაჴი, ჩუენ რტონი; იგი არს მწყემსი, ჩუენ სამწყსონი; იგი არს სიძე, და ეკლესიაჲ ჩუენი - სძალი; იგი არს გზაჲ, ჩუენ მოგზაურნი; კუალად ჩუენ ვართ ტაძარ, იგი - მყოფი ტაძარსა მას შინა.
იგი არს პირმშოჲ, და ჩუენ გჳწოდა ძმად; იგი არს მკჳდრი, ჩუენ თანამკჳდრნი; იგი არს აღდგომაჲ, ჩუენ აღდგომილნ...