მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:4

3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.4. დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა.5. მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
4. დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაადგერით თქუენ ჩემ თანა“ (15,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე წმიდა-გყვნე თქუენ, და აწ აჩუენეთ თქუენცა თქუენი მოსწრაფებაჲ. და მერმე, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა თუ მათი მსახურებაჲ ეჴმარების და მისთჳს ეტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა: „ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებაჲ თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა“ (15,4). რამეთუ აქა შიშისაგან დაჴსნილთა სულთა მათთა განამტკიცებს და შეჰმშჭუალავს თავსა თჳსსა და სასოებასა კეთილსა მისცემს, რამე-თუ ძირი ჰგიეს, ხოლო მოკუეთაჲ გინა დადგრომაჲ რტოთა ნებასა ზედა არს. და ესრეთ ორკერძოვე გამოაჩინა კეთილი და აწ ჩუენ მიერ ეძიებს პირველ და იტყჳს: „რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა“ (15,5). ჰხედავა, ვითარ ძეცა, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე იღუწიდა მოწაფეთა? რამეთუ მამაჲ განსწმედს, ხოლო ძჱ დაამტკიცებს მათ თავისა თჳსისა თანა, და დამტკიცებად ძირსა ზედა ჰყოფს გამოღებასა ნაყოფისასა, რამეთუ რომელი იყოს ძირსა ზედა და არა განწმედილ იყოს, მოიღებს იგი ნაყოფსა, დაღაცათუ არა ვითარცა ჯერ-არს, ხოლო რომელი ძირსა ზედა არა ეგოს, იგი ყოლადვე არა გამოიღებს ნაყოფსა;...

სრულად ნახვა
მოძღვრება რაჭის უეზდის სოფლის ზნაკვის ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?

ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის