მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:2

1. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს.2. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს.3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
2. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ეკლესია — სულიერი სავაჭრო და სამკურნალო:

...ბს ქრისტე თავისი ტალანტის დამმარხველისთვის: „ბოროტო მონაო და მედგარო!... ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ" (მათ 25:26–27); და იუდეველთა შესახებ: „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს" (). თუმცა, ჩვენ ახლა არა იმაზე ვზრუნავთ, თავად უდანაშაულონი ვართ თუ არა, არამედ თქვენს წინსვლას ვნატრობთ და ვფიქრობთ, რომ მთელი ჩვენი უდანაშაულობის მიუხედავად, ჩვენი სიხარული შემცირდება, თუ თქვენ ჩვენი შრომის შესაფერის მოშურნეობას არ გამოიჩენთ. ჩვენ ხომ მაშინ ვხარობთ, როცა ვხედავთ თქვენს წინსვლას სულიერ საქმეებში. მართალია, ვიცი, რომ თქვენ, ღვთის მადლით, ცოდნით სავსენი ხართ და სხვების სწავლებასაც შეძლებთ; მაგრამ, ნეტარი პავლეს მსგავსად (), მეც, შეგახსენებთ რა და გამოვაღვიძებ თქვენს მოშურნეობასა და გულმოდგინებას, გამუდმებით მოგიწოდებთ ამისკენ, რათა ყოველმხრივ სრულყოფილნი გახდეთ. თქვენი ღვთისთვის სათნო ცხოვრებაში წინსვლის არცთუ მცირე დადასტურებად მიმაჩნია ისიც, რომ ყოველდღე ასეთი მოშურნეობით მოდიხართ აქ და სულიერი სწავლების დაუღლელ სურვილს გამოხატავთ. და მართლაც, როგორც ხორციელი საზრდელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ყოველმან რომელმან გამოიღოს ნაყოფი, განიწმიდოს იგი“ (15,2).:

...მედს, რამეთუ რომელი უნაყოფო იყოს, უნაყოფოებისა თჳსისათჳს ვენაჴსა მას შინა ყოფად ვერ შემძლებელ არს, ხოლო რომელმან ნაყოფი გამოიღოს, იგი უნაყოფიერეს-ყოს მან. ხოლო ესე სიტყუაჲ ჭირთა მათთჳსცა მაშინ მოწევნადთა მათ ზედა თქუმულ არს, რამეთუ „განწმიდოსო“, ესე იგი არს, ვითარმედ მოსხლას, რაჲთა ნაყოფიერ იქმნეს უმეტესად, და ამის მიერ უჩუენებს, ვითარმედ განსაცდელნი უძლიერეს-ჰყოფენ მათ. და მერმე, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: ვისთჳს იტყჳს ამათ სიტყუათა? ამისთჳს ჰრქუა მათ: „აწვე ეგერა წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ“ (15,3). ჰხედავა, ვითარ თავსა თჳსსა გამოაჩინებს მოღუაწედ რტოთა მათ? ვითარმედ მე წმიდა-გყვნეო; და ზემორე თქუა, ვითარმედ ამას მამაჲ იქმს, ხოლო აქა თავსა თჳსსა იტყჳს მოქმედად, რამეთუ არცა ერთი არს განყოფაჲ შორის მამისა და ძისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაადგერით თქუენ ჩემ თანა“ (15,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე წმიდა-გყვნე თქუენ, და აწ აჩუენეთ თქუენცა თქუენი მოსწრაფებაჲ. და მერმე, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა თუ მათი მსახურებაჲ ეჴმარების და მისთჳს ეტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა: „ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებაჲ თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).:

...თლად, რამეთუ უკუეთუმცა მოსრულ ვიყავ შჯად და არა შენდობად ცოდვათა, აქუნდამცა სიტყუაჲ, თუ: ამისთჳს ურწმუნო ვიქმნენით; ხოლო ვინაჲთგან მოვედ გამოყვანებად ბნელისაგან და მოყვანებად ნათლად, ვინღა შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“; ; ; (37,20) და ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოსრულ ვიყავ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“. რამეთუ რომელსა არა აქუნდეს ნათელი და ამისთჳს ჯდეს ბნელსა შინა, წყალობისა ღირს არს, ხოლო რომელი შემდგომად მოსლვასა ნათლისასა ბნელსა შინა დაადგრეს, არღარა ღირს არს წყალობისა.

ხოლო თქუა მიზეზიცა, რომლისათჳს უყუარს კაცთა ბნელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. ყოველი რომელი ბოროტსა იქმნ, სძულნ ნათელი და არა მოვიდის ნათელსა, რაჲ-თა არა ემხილნენ საქმენი მისნი“ (3,19-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუმცა სამშჯავროჲ დაედვა და შჯიდა, ჰქონდამცა მათ სიტყუაჲ, რომელ არა მოვიდოდეს მისა, რამეთუ ეშინოდა; ხოლო ვინაჲთგან შენდობად მოვიდა, რად არა მოვიდეს მისა და მიიღეს შენდობაჲ, ვითარცა მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ქმნეს?

არამედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ა\* კრძალულებისათჳს ეკლესიასა შინა:

...თა და დიდთა საქმეთა მეტყუელი უფროჲს სხუათასა.

ნუმცა უკუე გარეწარად ვისმენთ, რამეთუ ამისთჳს მცირედ-მცირედ გითხრობ თქუენ, რაჲთა შეუძლოთ ადვილად სწავლად ყოველსავე და არა დაგავიწყდებოდის. გუეშინოდენ უკუე, ნუმცა ვიქმნებით თანამდებ ჴმისა მის, რომელი იტყჳს: „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“. რამეთუ რაჲ არს სარგებელი სმენისაჲ, უკუეთუ წარხჳდეთ, და ვითარმცა არა გასმიოდა, ესრეთ არარაჲ იცოდით?

მოგუეცით უკუე ქუეყანაჲ კეთილი სათესავად, რაჲთა ჩუენ გულსმოდგინე ვიქმნნეთ თესვად, და რომელსა ეკალნი ჰქონან, აღატყინენ მათ შორის ცეცხლი იგი სულისაჲ, რომლისა გული ფიცხელ და წინააღმდგომ იყოს, განასუქენ იგი და ლბილ-ყავ მითვე ცეცხლითა. რომელი გზასა ზედა არს და ყოველთა მიერ ვნებათა დაითრგუნვის, უშინაგანესსა ადგილსა შევედინ და ნუ არს ყოველთა მიერ წარსატაცებელ, რაჲ-თა ყანანი თქუენნი შუებულ იყვნენ. და უკუეთუ ესრეთ ვისწრაფდეთ, დაღაცათუ მეყსა შინა არა, არამედ მცირედ-მცირედ ყოველთა ვნებათაგან განვთავისუფლდეთ.

ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენთჳსცა ითქუას, ვითარმედ: „ასპიტისა ყრუჲსანი არიან ყურნი მათნი“. და ვითარ არა უარჱს არს მჴეცთა და პირუტყუთასა, რომელი სიტყუათა ღმრთისათა არა ისმენდეს? დ...

სრულად ნახვა