მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:34

33. შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ. და მეძიედეთ მე, და ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად; და აწ თქუენ გეტყვ.34. მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას.35. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
34. მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ“ (13,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან შთავრდომად იყვნეს შფოთსა და წუხილსა შინა, ვითარცა ობლად დაშთომადნი სიტყუათა მათთჳს, ამის-თჳს ნუგეშინის-სცემს შემოსითა დიდისა მის კეთილისაჲთა, რომელ არს სიყუარული, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მწუხარე ხართ ჩემისა წარსლვისათჳს, არამედ „უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (13,35), უძლიერჱს იყვნეთ. ამისთჳს შესძინა და თქუა:

თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა (1,5-6).:

...მათ თანა პირველისა მის ებისტოლისათა, რამეთუ ორნივე ესე ურთიერთას იცნობების, რამეთუ სიყუარულითა ურთიერთას მცნებასა ღმრთისასა აღვასრულებთ და მცნებისა საღმრთოჲსა აღსრულებითა მოყუარე ღმრთისა გამოვჩნდებით, რამეთუ მან გუამცნო დასაბამსა ჩუენისა მოწოდებისასა: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას" (). და ვინაჲთგან მან გუამცნო, არღარა ახალი არს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს დასაბამი, რომელმან-იგი სიყუარულისათჳს, რომელ აქუნდა ჩუენდა მომართ, სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, და ჩუენგან ამასვე ეძიებს, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). აწ უკუე, რომელი იქმოდის სათნოებათა, მსგავსად მცნებათა მისთა, ესევითარი იგი ვალს ნებისაებრ მისისა, ხოლო რომელი უქმებდეს, ესევითარი იგი გარე-მიქცეულ არს მისგან, რამეთუ სლვაჲ წარმატებასა მოასწავებს, ხოლო დგომაჲ — დაცხრომასა კეთილისაგან, და ესრეთ სახისმეტყუელებით თქუმულ არს ადამისთჳს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "დაიდგინა სამოთხეს მუშაკობად და ცვად მისსა" (). მუშაკობაჲ უკუე საქმითსა აუწყებს წარმატებასა, ხოლო ცვაჲ — მიწევნასა სისრულისა მიმართ.

მოციქულისაჲ: და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (17,20).:

...ლთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა წმიდა იყვნენ ჭეშმარიტებითა, კუალად იწყებს სიტყუად ერთობისათჳს და მას ზედა აღასრულებს სიტყუასა თჳსსა; რომლისაგანცა იწყო, მასვე სრულ-ჰყოფს, რამეთუ დასაბამსა სიტყჳსასა თქუა, ვითარმედ: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ“, და აწ კუალად იწყებს მისთჳსვე სიტყუად:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდა, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა იყვნენ ჩუენ შორის“ (17,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისაჲ არს, რამეთუ არცა შესაძლებელ იყო მათ მიერ ესრეთ მსგავსებაჲ, არამედ ვითარცა კაცთა ძალსა შინა არს, ვითარცა-იგი რაჟამს იტყოდის: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჩუენ შორის“? - სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა. რამეთუ ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ დააბრკოლებს მრავალთა, ვითარ არაერთობაჲ, ამისთჳს ამას იტყჳს: „რაჲთა ერთ იყვნენ“. და ესევითარი სარგებელი იქმნა მის საქმისაგან, რამეთუ რაოდენთაცა ჰრწმენა მოციქულთა მიერ, აწ ყოველნი ერთ არიან, დაღაცათუ ვიეთნიმე განეყვნეს, წარწყმდეს. რამეთუ ესეცა თავად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა დაადგრეს თქუენ თანა უკუნისამდე, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არცა ჰხედავს მას და არცა იცის იგი“ (14,15-17).:

...იგინი მწუხარე იქმნებოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა ესე არს სიყუარული ჩემი, რომელ აწ მწუხარე ხართ, არამედ უკუეთუ დაიმარხნეთ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მცნებაჲ მიგეც, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას და რაჲთა ჰყოფდეთ ურთიერთას, ვითარცა-ესე მე ვქმენ. უკუეთუ ესე მცნებანი დაიმარხნეთ, მაშინ ჭეშმარიტად გიყუარ მე“. ; (14,15); (15,9-12,17)

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა სხუაჲ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ. და ვინაჲთგან არღა იცოდეს მაღალი გულისხმის-ყოფაჲ მისთჳს და ეძიებდესცა მის თანა ყოფასა მარადის და სიტყუათა მათ და ჴორციელად ყოფასა მისსა და არცა ერთსა ნუგეშინის-ცემასა მიიღებდეს, ამისთჳს ჰრქუა: „ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-ესე მე ვარ, სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ. ჰრცხუენოდენ საბელიოზის წვალებითა დაბნელებულთა და სულისა წმიდისა მგმობართაცა, რამეთუ საკჳრველი სიტყჳსაჲ ამის ესე არს, რომელ განყოფილად მდგომარენი იგი წვალებანი და ურთიერთას განშორებულნი ერთითა წყლულებითა მოაკუდინნა, რამეთუ რომელიგი თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ“, და ამით გუამოვნებისა განყოფილებაჲ გამოაჩინა, ხოლო თქუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ით ძჳრუჴსენებლობისათჳს და წესიერად დგომისათჳს ეკლესიასა შინა:

...ვითარ მოგუცა თავისა მიერ თჳსისა სახე სიყუარულისაჲ? გულისჴმა-ყავ, რასა იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა: „ესრეთ შეიყუარაო ღმერთმან სოფელი, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას“; და კუალად იტყჳს: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, ეგრეთ თქუენცა იყუარებოდეთ ურთიერთას“. ; (15,12)

და ნანდჳლვე დიდად შემიყუარნა ჩუენ, ვიდრეღა სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, უკეთურთა ამათ და განდგომილთა მონათათჳს, და მომიყიდნა პატიოსნითა სისხლითა თჳსითა წარწყმედისაგან და მონებისა მისგან ეშმაკისა, პატივსა მას მიუთხრობელსა ღირს-მყვნა.

და აწ დღითი-დღე აჩუენებს ქველისმოქმედებასა თჳსსა ყოველთაცა ზედა ზიარად და კუალად კაცად-კაცადსაცა ზედა, უკუეთუ გულისჴმავყოფდეთ, რამეთუ არავინ არს ცარიელ კეთილთაგან ღმრთისათა, არამედ რომელმანცა შემოიკრიბოს გონებაჲ თჳსი და ინებოს გულისჴმის-ყოფად ქველისმოქმედებათა მისთა, აურაცხელნი პოვნეს სიყრმითგან მისით აღსრულებულნი მის ზედა ჴსნანი მრავალთა განსაცდელთაგან, მონიჭებანი კეთილთა ფრიადთანი, სულიერთაცა და ჴორციელთა; და უკუეთუ ვინ უგულისჴმოებით იჴსენებდეს მოწევნულთაცა მის ზედა განსაცდელთა და მწუხარებათა სოფლიოთა, მოეგენ გონებასა თჳსსა და მოიჴსენენ, თუ რავდენსა დღითი-დღე ცოდვასა შთავარდები...

სრულად ნახვა