მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:42

41. ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.42. ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ.43. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
42. ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს:

...რომელთაცა იცოდიან ჭეშმარიტი და კეთილი, და ცუდადმზუაობრობამან არა უტევის მათ აღსაარებად. რამეთუ ესე იქმნა ჰურიათაცა ზედა, რომელნი არა თუ უმეცრებისაგან უარ-ჰყოფდეს ძესა ღმრთისასა, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ჰრწმენა მისი, არამედ ეშინოდა, რაჲთა არა კრებულისაგან განცჳვენ“, და ამისთჳს მისცეს ცხორებაჲ მათი წარწყმედასა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ვის სუროდა და უყუარდა დიდებაჲ ამის სოფლისაჲ, და მანმცა პოვა დიდებაჲ ღმრთისამიერი. ამისთჳსცა უფალმან თქუა: „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოდშობილისა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ რამეთუ მთრვალობაჲ არს ბოროტი ესე ვნებაჲ და სულსა მის მიერ ძლეულსა მიწასა და თიჴასა შეჰმშჭუალავს და არა უტევებს ახილვად თუალთა ნათლისა მის მიმართ ჭეშმარიტისა, არამედ მარადის მწჳრესა შინა დაფლულ-ჰყოფს და მონა ყოველთა, რამეთუ კაცთათჳს შეიმოსს სამოსელთა შუენიერთა და ბრწყინვალეთა, საჩუენებელად კაცთა და სხჳსა არარაჲსათჳს.

აწ უკუე არს-მეა ამის ვნებისა უძჳრჱსი რაჲმე? რამეთუ რაჲთა სხუანი ოდენ აქებდენ, ამისთჳს ესოდენთა ბოროტთა თავს-იდებს. გნებავსა, რაჲთა სცნა მისი მძლავრებაჲ? კმა არიან ქრისტეს მიერ თქუმ...

სრულად ნახვა