მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რიცხუთაჲ 22:4

3. და შეეშინა მოაბსა ერისა მისგან ფრიად, რამეთუ მრავალ იყუნეს და ზარ-ჰჴდა მოაბსა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა.4. და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწ აღლოშოს კრებულმან ამან ყოველი გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღლოშის ზროხამან მწუანე ველისაგან. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ.5. და მიავლინნა მოციქულნი ბალაამისსა ძისა ბეორისსა ფათურაჲსსა, რომელ არს მდინარესა ზედა ქუეყანასა ზედა, ძეთა ერისა თჳსისათა, მოხადად მისა და რქუმად მისა: აჰა, ესერა, ერი გამოჴდა ეგჳპტით. აჰა, ესერა, დაიფარა პირი ქუეყანისაჲ, და ესე დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა.
რიცხუთაჲ თავი 22
4. და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწ აღლოშოს კრებულმან ამან ყოველი გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღლოშის ზროხამან მწუანე ველისაგან. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. სამკვიდრებლის მიცემა და მარადიული ხსოვნა:

...რადგან როგორც ცეცხლი ეკლებს ედება, ისე მიიწევდნენ ყველასთან, და ვერავინ უძლებდა მათ. მაშ, მოისმინე, რას ამბობს ბალაამი, რომელმაც ეს წინასწარმეტყველთაგან კი არა, არც მოსესგან ისწავლა, არამედ თვით მოვლენებიდან: „ესე ნათესავი არს, რომელი ყოველსა ქუეყანასა ალოკავს“ ()5. ხედავ, როგორ ზუსტად არის ნათქვამი მეტაფორა? არ თქვა: „მებრძოლი“, „დამამხობელი“, არამედ თქვა: „ალოკავს“, რადგან სურდა წარმოეჩინა გამარჯვების უშრომლობა, უსისხლოდ აღსრულებული ძლევის ნიშნები და შეტევით მიღებული ძალაუფლება. არც საბრძოლო წყობა სჭირდებათ, ამბობს, არც შეჯახება; საკმარისია მხოლოდ მივიდნენ, და ყოველივე ადგილს უთმობს და უკან იხევს.

რადგან ღმერთი მათ მხოლოდ ომის წესითა და საბრძოლო წყობით როდი ამარჯვებინებდა, რათა ვინმეს მომხდარი თვით მათთვის არ მიეწერა, არამედ ქვეყნიერების სტიქიონებსაც ამოძრავებდა მათ წინააღმდეგ; ამიტომ წინასწარ ამხობდა მათ აზრებს, ჩამოვარდნილმა სეტყვამ მრავალი დ...

სრულად ნახვა