...და მოსეც მშვიდნი იყვნენ.
ამიტომაც დავითის შესახებ წერილი ამბობს: „მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი“ (); ხოლო მოსეს შესახებ: „და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (); მაგრამ მაინც ჩანს, რომ ეს ყოველთა უმშვიდესნი ყველაზე მეტად სხვათა დასაცავად დგებოდნენ. მაგრამ, თუ გნებავთ, ჯერ მათი სიმშვიდე ვთქვათ: ნეტარმა დავითმა მრავალგზის ჩაიგდო ხელში საული და, როცა მისი მოკვლის შესაძლებლობა ჰქონდა, ხელი არ აღმართა; არამედ მაშინაც, როცა სხვებიც მოუწოდებდნენ, შეიწყალა იგი და რისხვა დააცხრო. და როდესაც სემეი ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა და მაშინ მის უბედურებასაც ზედ ამატებდა, ხოლო სარდლები ითხოვდნენ გადასვლას და იმ შეურაცხმყოფლის მოკვეთას, რომელიც ასეთ უმსგავსო სიტყვებს ამბობდა, როგორი სიბრძნით სავსე სიტყვები წარმოთქვა დავითმა! ხოლო იმ მამის მცემელ და თავაშვებულ ჭაბუკს როგორ აბარებს თავის სარდლებს და ამბობს: „ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს!“ (...