მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 8:5

4. რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ.5. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?6. დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი.
ფსალმუნნი თავი 8
5. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ფსალმუნი დავითისი“ ().

„უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“ ().

1. უფლის საკვირველი სახელი მთელ ქვეყანაზე

წინა ფსალმუნში ამბობდა: „აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა“ (); აქ კი აღთქმას ასრულებს და მას საგალობელს აღუვლენს. და იქ ნათქვამი თითქოს ერთი პირისაგან არის, რადგან ამბობს: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“ (). აქ კი ნათქვამი თითქოს მრავალთა პირით არის. რადგან ამბობს: „უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი“ (). მაგრამ დუმილი დაიცავით და ყურადღებით ისმინეთ. <span...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1978 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლად სამღვდელო მღვდელთმთავართა, პატიოსან მოძღვართა, ღირსთა ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა

ქრისტეს მიერ საყვარელო ღვთივგანბრძნობილო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძვირფასო ძმანო და დანო - შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ დიდსა და სასიხარულო დღესასწაულს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ამ ზეიმთა ზეიმს - პასექს მარადიულსა და საცხოვნებელს, და ვხმობ:

ქრისტე აღდგა!

ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არსს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა.

ქრისტე აღდგა!

მაშ, მიღებული და შეწყნარებულია ღვთის მიერ საცხოვნებელი მსხვერპლი და აღსრულებულია საიდუმლო კაცთა მოდგმის განოხსნისა.

ქრისტე აღდგა!

გამოისყიდა. უფალმა ის ქმნილება, რომელიც ყოველი მისი ქმნილების გვირგვინად შეიქმნა - ადამიანი, და რომელსაც ღვთისაგან მინიჭებული ჰქონდა პასუხისმგებლობა და თავისუფლება: მოვალეობა და უზენაესი ჯილდო.

„რაჲ არს...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ადამიანის პატივი და უგუნური დაცემა:

...ავალი განკითხვაც მისდამი პატივის გამო იქნება.

ამიტომ იობიც ამბობს: „ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე სასჯელსა შენსა?“ (), როგორც სხვაგან ესვე ფსალმუნთმგალობელი ამბობს: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი“ ()? მისთვისვე კვლავ მოვა მხოლოდშობილი, უთვალავ სიკეთეთა მომნიჭებელი. რადგან ზოგი სიკეთე უკვე მისცა ნათლისღებით, საიდუმლოებებითა და სხვა საიდუმლოებრივი წინამძღვრობით, და ქვეყანა სხვა სასწაულებითაც აავსო; ზოგის მოცემას კი დაჰპირდა: ცათა სასუფეველს, საუკუნო ცხოვრებას, თავის მემკვიდრეებად ქცევას და მასთან ერთად თანამეფობისთვის მომზადებას. ამიტომ პავლეც ამბობდა: „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“ (). ამ ყოველივეს რომ განიხილავს წინასწარმეტყველი, სამართლიანად ადარებს პირუტყვებს იმათ, ვინც ასეთი დიდი კეთილშობილება ბოროტებას გადასცა და იმ პირუტყვთა ვნებებისკენ ნებაყოფლობით გადავიდა. ასევე იქცევ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მადლიერების მსხვერპლი და წმიდანთა სიკვდილი:

...დაბ 18:27); და კვლავ: „რატომ ამპარტავნობს მიწა და ნაცარი?“ ()1; და კვლავ, როგორც მაშინ, როცა ეს წინასწარმეტყველი ამბობს: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი,“ (), რითაც ყველგან ბუნების სიმდაბლესა და არარაობას აცხადებს. მოსავლის შესახებაც ხომ ვამბობთ: „მოსავალმა მოგვატყუა“, ესე იგი, სასოების ღირსი არაფერი მოიტანა; და: „წელმა მოგვატყუა“, რითაც კვლავ იმავეს ვაცხადებთ. ამრიგად, რადგან ადამიანიც არარაობა და მცირედი რამ არის, განსაკუთრებით კი უბედურებისას გვჩვევია ამგვარი განსჯა და ბუნების უძლურების დანახვა, ამიტომ ეს წინასწარმეტყველიც, გულმოკლულობაში მყოფი, ხედავდა, რომ ბუნება მხილებული იყო და მისი სიმცირე და არარაობა ყოველმხრიდან ცხადდებოდა; ამიტომ ამბობს: „ყოველი კაცი ცრუ არს“ (), ესე იგი, ადამიანი არაფერია. ამიტომაც სხვაგან ამბობდა: „და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი“ ()....

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მონაზონთა მღვიძარება და საგალობლებით ცხოვრება:

...ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო"** (); და კვლავ: „რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი" (); და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); „კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ" (); და: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა" (); და კვლავ: „ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა" (); და: „შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" (); და კვლავ: „შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" (); და: „ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა" (); და: **„ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან,...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1984 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს::

...ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...

„რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედე მას?“ - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი შემოქმედს ().

ეგებ ჩვენ ბუნების მხოლოდ შემთხვევითი გამოვლინებანი ვართ, ანდა ევოლუციის გარკვეული ეტაპის შედეგი და სხვა არაფერი?

ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს მიხვდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი თავის შეცნობა. ამ გზით მავალმა თავის სულში აღმოაჩინა გაორება, ურთიერთდაპირისპირებულობა: იხილა ხატი ღვთისა და ზნე ცხოველისა, იხილა სიდიადე და სიმდაბლე თვისი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, იგრძნო მსხვერპლის გაღების დიდი უნარი და მის გვერდით ულმობლობა და უსაზღვრო ეგოიზმი... იქნებ ამიტომაც იყო, რომ ძველმა ეგვიპტელებმა სფინქსი კაცის თავითა და ცხოველის ტანით გამოსახეს.

ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრებაა. საოცარია იგი არა მარტო როგორც სოციალური არსება, არა როგორც ნაწილი ბუნებისა, არამედ როგორც პიროვნება, სულიერი პიროვნება. პიროვნება არ ნიშნავს ბუნებას, ანდა მის ნაწილს; ადამიანი პიროვნებაა არა ბუნებით, არამედ სულით. გარ...

სრულად ნახვა