...ფსალმ 134:9)? ან ადგილს გულისხმობს, ან იმას, რომ ეს ცხადად მოხდა. რადგან „შორის“ () ყველგან ცხადს აღნიშნავს, როგორც სხვა ადგილას ამბობს: „შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა“ (), ვინაიდან შუა ყველასათვის თვალსაჩინოა. „გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე“ (). სამართლიანადაც; რადგან მომხდარი გამოსწორებისთვის ხდებოდა და იმის საჩვენებლად, ვისაც სარგებელი უნდა მიეღო; ეს უბრალოდ კი არ ხდებოდა, არამედ დიდი საკვირველმოქმედებით, რათა როგორც დარტყმით, ისე უჩვეულო სახით ორმაგი სარგებლობა შეექმნა.
„ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა“ (). ხედავ გამოუთქმელ ძალას? როგორ, როცა ყველანი ერთად იყვნენ, სასჯელი სწორედ მათ პოულობდა: ისინი იტანჯებოდნენ, სხვები კი სარგებელს იღებდნენ? მაგრამ როგორ ამბობს: **„ყოველთა მონა...