მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 68:2

1. დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი2. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა;3. მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე.
ფსალმუნნი თავი 68
2. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მას შინა" (ფსალ. 68:26) და "განმგებელი მისი სხუამან მიიღენ" (ფსალ. 108:8) (1,20).:

...სებული საქმისაჲ, რომელნი-იგი არა თუ მორწმუნე იყვნეს და ქრისტეს განცემისათჳს აბრალებდეს, არამედ საქმისა ჭეშმარიტებაჲ აიძულებდა მოპოვნებად სახელსა შემსგავსებულსა. ამისთჳს ჩუენდა მტერთამიერი წამებაჲ უსარწმუნოეს არს.

რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მას შინა" () და "განმგებელი მისი სხუამან მიიღენ" () (1,20).

თარგმანი: ვინაჲთგან სხჳსა ფსალმუნისაჲ არს "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ" და კუალად სხჳსაჲ — "განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ", ამისთჳს არა რიცხუსა ფსალმუნისასა, არამედ ყოველსა წიგნსა ფსალმუნთასა იჴუმევს მაუწყებელად სიტყჳსა, რამეთუ ოჴერ იქმნა დაბაჲ იუდაჲსი, საფლავ ბილწ და შეგინებულ ყოფითა, და უშენ მკჳდრთა ცხოველისგან. განმრავლებითა მკუდართა საფლავებისაჲთა, ხოლო განსაგებელი მოციქულებისა მისისაჲ მიიღო მატათია.

ჯურ -არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, იწყო ნათლისცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან, მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი (1,21-22).

თარგმანი: ესე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებითა ცხად-ყო, ვითარმედ განსაგე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღესრულა, და რაჲთა აღესრულოს წერილი, თქუა: მწყურის“ (19,28).:

...ედა დადვეს და ესრეთ მიუპყრეს, ; რამეთუ თჳთცა არა ენება შეხებაჲ მისი, ვითარცა ბოროტისა რაჲსამე, არამედ ლერწმითა და უსუპითა მიუპყრობდეს, ხოლო თავადმან მიიღო რაჲ ძმარი იგი, თქუა: „აღსრულებულ არს წერილი“ (19,30). ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ჴელმწიფებით იქმს? და შემდგომიცა ისმინე, ვითარ, იხილა რაჲ, რამეთუ ყოველი წერილი აღსრულებულ იყო, „მიიდრიკა თავი და განუტევა სული“ (19,30). იხილე აქა ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ჩუენ ოდეს მივსცეთ სული, მაშინ მიდრკების თავი, ხოლო აქა თჳთ ოდეს ინება, მიიდრიკა თავი და განუტევა სული. და ამით ყოვლითა გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ უფალ ყოვლისა იყო. არამედ ჰურიანი კუალად რომელნი-იგი აქლემსა შთასთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს, ესევითარი საშინელი საქმჱ ექმნა, და დღისა მისთჳს გამოძიებასა იქმოდეს და ეკრძალებოდეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიათა, რაჲთა არა დაადგრენ გუამნი იგი შაბათადმდე ჯუარსა ზედა, რამეთუ იყო დიდ დღჱ იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა განუტეხნენ წჳვნი მათნი და აღიხუნენ“ (19,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ძლიერ არს ჭეშმარიტება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...ცემელისათჳს არღა ქმნულსა ვითარცა ქმნილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“; ; და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ არღა ქმნილსა ვითარცა ქმნილსა იტყოდის წერილსა შინა.

სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს

გნებავსა, რაჲთა სხუანიცა სახენი შემოვიხუნეთ? არამედ კმა არიან თქუმულნი ესე, რაჲთა არა მოწყინე იქმნნეთ სმენად. ამისთჳს აღსრულებაჲ ვყოთ სიტყჳსა ჩუენისაჲ. ხოლო აღსასრული ჯერ-არს, რაჲთა მადლობითა ვყოთ ღმრთისაჲთა, და მადლობაჲ არა სიტყჳთ ოდენ უყუარს ღმერთსა, არამედ უფროჲსად საქმით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს კეთილთა საქმეთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ“, ხოლო ნათობენ არა თავთა თჳსთა ოდენ, არამედ სხუათაცა განათლებად. ამისთჳს გევედრებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).:

...ისცეს მას ძმარი ნავ-ღლითა შეზავებული“ შეურაცხებით, „და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის“. ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს: „და ოდეს მიიღო, თქუა: აღსრულებულ არს ესეცა წერილი“. - წერილი იგი, რომელი იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“. ხოლო ერთ არს ამათ ორთავე მახარებელთა სიტყუაჲ, რამეთუ ამანცა თქუა, ვითარმედ: „მიიღო“, და მანცა ესევე თქუა, ვითარმედ: „მიიღო“.

გარნა სიტყუათა მათ წერილისათა ვიეთნიმე ვერ კეთილად გულისჴმაჰყოფენ; რამეთუ იტყჳს მახარებელი მრავალგზის, ვითარმედ: „ესე იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ“, ვითარცა ესერა წინამდებარესა მას სიტყუასა შინა შემოიღო წამებაჲ წინაჲსწარმეტყუელისაგან, ვითარმედ: „განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“; და „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.

ვიეთნიმე უკუე, ვითარცა ვთქუ, უმეცრად გულისჴმა-ჰყოფენ და ჰგონებენ, თუ ამისთჳს იქმნნეს საქმენი იგი, რაჲთა წერილნი აღესრულნენ. და ამის გამო თქუეს, ვითარმედ: უბრალო არიანო მოქმედნი იგი ამათ საქმე-თანი ჰურიანი, რამეთუ ჰმსახურეს სიტყუათა წერილთასა; და უკუეთუმცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელსა მათსა ნუ იყოფინ მკჳდრი; რამეთუ რომელსა შენ სცხე, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს. შესძინე უშჯულოებაჲ უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა. აღიჴოცნენ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაჲსა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიან“.

ესე არს ნაწილი თქუენი, - არქუთ ჰურიათა, - ესე არს სამკჳდრებელი თქუენი, მტერნო ქრისტესნო, ძენო უშჯულოთანო და ნათესავნო მემრუ-შეთანო.

არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. ოდეს ესრეთ თანამდებად სიკუდილისა თქუეს უფალი, ვითარ არა მოკლეს იგი თჳსაგან მასვე ღამესა? ესე ამისთჳს, რამეთუ ისწრაფდეს, რაჲთა ცხადად დაისაჯოს სიკუდილად, რაჲთა ყოველთა მიერ შეურაცხ იქმნას. რამეთუ ერსა მრავალსა აქუნდა მისა სარწმუნოებაჲ და სიყუარული, ამისთჳს ცხადად ენება დასჯაჲ მისი, რაჲთა იგი ყოველნი დაბრკოლდენ. ხოლო ქრისტემან მათი იგი უკეთურებაჲ უფროჲსღა ჭეშმარიტებისა გამოსაჩინებელად იჴმარა, რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველთა მიერ და ბრწყინვალე სიკუდილი მისი, რომლი-თა ყოველნი ვცხონდით. და ვითარცა იტყოდეს: მოვკლათ იგი, რაჲთა არა მოვიდენ ჰრომნი და წარიღონ ქუეყანაჲ და ქალაქი ჩუენი, და ვინაჲთგან მოკლეს, აღესრულა მოსლვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).:

...ჳს მჴედართაჲსა თქუა: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილს-იგდებდეს“. და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.

ვინაჲთგან უკუე წინაჲსწარმეტყუელნი პირველ ესოდენთა წელთა ყოველსავე ესრეთ უცთომელად ქადაგებდეს, უმეტესისა ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაჲსა ვითარ ვინ უძლოს თქუმად, თუ უმეცარ იყო? ესე სიტყუაჲ ყოვლადვე შეუწყნარებელ არს. სარწმუნო არს უკუე და ჭეშმარიტ ზემოწერილი იგი სიტყუაჲ, რამეთუ ურწმუნოებისა მისთჳს მოწაფეთა თჳსთაჲსა მიავლინნა იოვანე უფლისა, რაჲთა უკუეთუ იყოს მათ თანა ნაწილი ცხორებისაჲ, ჰრწმენეს მისი, იხილნეს რაჲ სასწაულნი იგი ცნობისა უაღრესნი და ესმეს სწავლაჲ იგი ღმრთივშუენიერი; მათისა უკუე მისლვისათჳს იჩემა ნათლისმცემელმან სახე იგი კითხვისაჲ. ხოლო მან ყოველივე ჭეშმარიტებით იცოდა.

სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა

ხოლო შენ, საყუარელო, გიკჳრდინ და ადიდებდი მიუთხრობელსა მას გარდამატებულსა მეუფისა ჩუენისა სულგრძელებასა და სიმშჳდესა. ვი-თარ რომელნიმე გამოსცდიდეს, რომელნიმე ურწმუნო იქმნებოდეს, სხუანი შ...

სრულად ნახვა