მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 43:15

14. მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.15. მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.16. მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს
ფსალმუნნი თავი 43
15. მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. საერთო სწავლება და საღმრთო სიბრძნე:

...და რას ნიშნავს აქ „იგავი“? ეს სახელი მრავალმნიშვნელოვანია. რადგან „იგავი“ ნიშნავს სიტყვასაც, მაგალითსაც და საყვედურსაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის“ (). „იგავი“ არის აგრეთვე გამოცანური სიტყვა, რომელსაც მრავალი „საკითხს“ უწოდებს: იგი რაღაცას მიანიშნებს, მაგრამ თვით სიტყვებიდან პირდაპირ ცხადი არ არის, არამედ შიგნით დაფარულ აზრს შეიცავს, როგორც სამსონის სიტყვები, როცა ამბობდა: „მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი“ (); და სოლომონიც ამბობს: „ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ“ (). „იგავი“ მსგავსებასაც ეწოდება: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა“ (). „იგავი“ ტროპოლოგიასაც ეწოდება: **„ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი...

სრულად ნახვა