...ივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“** () და კვლავ: „მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით“ (); და კიდევ: „ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა“ (). რა გაიხსენე, მითხარი? „რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა“ (). ესე იგი: გავდიოდი გუნდებს, დღესასწაულებრივ კრებულებსა და იმ ღვთისმსახურებას. „იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში მოვედით; დადგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო“. ხედავ სიამის სიჭარბეს? თითქოს თვით საქმეებით ტკბებოდნენ, სიტყვების გაგონებაზეც ხარობდნენ და დიდი ნატვრით ეხვეოდნ...
ფსალმუნნი 41:5
4. იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?5. ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა და აღსარებისათა, ჴმითა მედღესასწაულეთათა.6. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
ფსალმუნნი თავი 41