მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 40:10

9. სიტყუაჲ უსჯულოებისა დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომა?10. და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.11. არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.
ფსალმუნნი თავი 40
10. და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...ჴურიტნენ ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი, არამედ „განჴურიტნესო“, ვი-თარცა ქმნული. და მიმცემელისათჳს არღა ქმნულსა ვითარცა ქმნილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“; ; და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ არღა ქმნილსა ვითარცა ქმნილსა იტყოდის წერილსა შინა.

სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს

გნებავსა, რაჲთა სხუანიცა სახენი შემოვიხუნეთ? არამედ კმა არიან თქუმულნი ესე, რაჲთა არა მოწყინე იქმნნეთ სმენად. ამისთჳს აღსრულებაჲ ვყოთ სიტყჳსა ჩუენისაჲ. ხოლო აღსასრული ჯერ-არს, რაჲთა მადლობითა ვყოთ ღმრთისაჲთა, და მადლობაჲ არა სიტყჳთ ოდენ უყუარს ღმერთსა, არამედ უფროჲსად საქმით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს კეთილთა საქმეთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინ...

სრულად ნახვა