მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 33:22

21. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.22. სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ.23. იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება
ფსალმუნნი თავი 33
22. სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სიკვდილის სარგებელი და ქმნილებათა მორჩილება:

...რადგან თვით სიკვდილი არ არის ბოროტი; ბოროტია ბოროტი სიკვდილი. ამიტომაც ამბობს: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (). სხვაგან კი ამბობს: „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ (). ბოროტად ამას უწოდებს: როცა კაცი ბოროტი სინდისით მიდის, ცოდვათა მრავალი საზრუნავით დამძიმებული და დაწნეხილი. ხოლო ვისაც სუფთა სინდისი აქვს, ჯილდოებისკენ მირბის და გვირგვინისკენ მიემართება.

და რათა გაიგო, რომ შფოთს საქმეთა ბუნება კი არა, ადამიანთა განწყობა ქმნის, ისმინე, როგორ ეძებს ამას პავლე: ხან ამბობს, „და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით“ () და „შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა“ (), ხან კი იმავეს სხვაგან აცხადებს: „დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ“ (...

სრულად ნახვა
„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ამიტომ წინასწარმეტყველიც ამბობს: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ () — არა უბრალოდ სიკვდილი, არამედ ასეთი სიკვდილი. და კვლავ, სხვაგან: „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ (). ხედავ, ესეც საშუალო საგანია: თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი, არამედ იმათ განწყობაზეა დამოკიდებული, ვინც მას იღებს? ამიტომ ყოვლადბრძენი სოლომონიც, როცა ამ საგანთა საშუალო და სასარგებლო მდგომარეობას ჩამოთვლიდა, მათ შესახებ სიბრძნით მსჯელობდა და აჩვენებდა, რომ ეს თავისთავად კეთილი და ის ბოროტი კი არ არის, არამედ შესაფერის ჟამს კეთილად იქცევა, თუნდაც მძიმე ჩანდეს, ხოლო როცა შესაფერისი ჟამი არ აქვს, მაშინ არა. იგი ამბობდა: „ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ“ (); და ასევე: „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“ ()6. რ...

სრულად ნახვა
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31):

...ედ საღვთო წერილის კვალობაზე იტყვის: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა" (). და როგორც წმიდათა სიკვდილს „პატიოსნად" უწოდებს, ისე მოისმინე, როგორ უწოდებს ცოდვილთა სიკვდილს „ბოროტს": „სიკუდილი", – ამბობს, – „ცოდვილთა ბოროტ არს" (). თუნდაც ვინმე საკუთარ სახლში გამოეყოს სიცოცხლეს, ცოლისა და შვილების თანდასწრებით, ნათესავთა და ნაცნობთა თანაკრებისას, მაგრამ თუ სათნოება არ ჰქონდა, „ბოროტ" არის მისი სიკვდილი. პირიქით, სათნოების მოხვეჭილს, თუნდაც უცხოეთში მოკვდეს, მიწაზე დავარდნილი – და კიდეც რას ვამბობ: უცხოეთში ან მიწაზე? – თუნდაც ავაზაკთა ხელში ჩავარდეს, თუნდაც მხეცთა ნადავლი გახდეს, „პატიოსანი" იქნება მისი სიკვდილი. მითხარი: ზაქარიას ძეს ხომ თავი მოკვეთეს? სტეფანე კი, პირველი, ვინც მოწამეობის გვირგვინით შეიმკო, ხომ ქვებით ჩაქოლვით აღესრულა?

პავლე და პეტრე ხომ ამ სოფლიდან გადაისახლნენ: პირველი – თავმოკვეთით, მეორემ კი – უფლისა საწინააღმდეგო წესით ჯვრის ტანჯვა მიიღო? და ხომ განსაკუთრებით ამის გამო იდიდებიან და იგალობებიან მთელ ქვეყნიერებაზე?

2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12)

ამ ყოველივეს გავიაზრებთ რა, უცხოეთში მომკვდართ ნუ მივ...

სრულად ნახვა