...ცად. ამისთჳსცა არა ბნელსა შინა დაფარა ძალი სიტყუათა თჳსთაჲ, ვითარცა მათ ქმნეს, - რამეთუ ბოროტ იყვნეს სიტყუანი მათნი, ამისთჳს ენება დამალვაჲ მათი სიძნელითა მით სიტყუათაჲთა, - არამედ ამისნი სწავლანი უფროჲს მზისა ბრწყინვენ. ამისთჳსცა „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მისი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მისნი“, რამეთუ არა ქმნა ამან საეშმაკონი საქმენი მათნი, არამედ ესრეთ ადვილ-ყო სიტყუაჲ თჳსი, ვიდრეღა ყრმათაცა მცირეთა მიერ საცნაურ არიან, რამეთუ ჭეშმარიტ არიან და საჴმარ ყოველთათჳს, და საქმენი მოწამე არიან, და ყოველი სოფელი მოიზიდა მისა მიმართ და განგუათავისუფლნა ყოველთა ბოროტთაგან სიტყჳთა თჳსითა. ამისთჳსცა უადვილჱსად გუაქუს სიკუდილი, ვიდრეღა სწავლათა მისთაგან განშორებაჲ. და ამის ყოვლისა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ არარაჲ არს მის თანა კაცობრივი, არამედ ყოველივე ღმრთისამიერი, მისისა მის წმიდისა სულისა მიერ ჩუენდა მოსრული, არამედ არა არს აქა ამაოჲ სიტყუათა სიმრავლჱ და შეწყობილებაჲ უსარგებლოჲ, არამედ ძალი უძლეველი სარწმუნოებისა მართლისაჲ და საუნჯჱ ურიცხუთა კეთილთაჲ.
ხოლო ამაოთა მათ ფილოსოფოსთა თქუმულნი ვითარცა სამარენი არიან, გარეთ შემკულნი და შინაგან სიმყრალითა სავსენი. უკუეთუ სიტყუათ...