...აში ასე არ არის, არამედ მათი ხმა ისეთია, რომ ყოველ ენას, ყოველ მეტყველებას და ყოველ ერს ესმის, და იგი ყველასთვის ცხადი და ნათელია. ამიტომ, როცა თქვა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“ (), და: „დღე დღესა აუწყებს სიტყუასა“ (), შემდეგ დაურთო: „არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი“ (). რასაც ამბობს, ასეთი აზრი აქვს: დღესაც, ღამესაც, ცასაც და ყოველ ქმნილებასაც ისეთი მეტყველება და ისეთი ხმა აქვს, რომ მათი ხმა ყველა მეტყველებას, ანუ ყველა ენას და ყველა ერს ესმის. რადგან არ არის მეტყველება, ამბობს, ესე იგი, არ არის ერი, არ არის ხმა, სადაც ცის ხმა არ ისმოდეს; არამედ სკვითსაც, თრაკიელსაც, მავრსაც, ინდოელსაც, სავრომატსაც, ყოველ მეტყველებას, ყოველ ენას და ყოველ ერს შეუძლია ამ ხმას ყური მიუგდოს. როგორ და რა სახით? ახლა ეს მოისმინე, რათა ისწავლო, როგორ მეტყველებს ცა დუმილით. როდესაც იხილავ მის მშვენიერებას, სიდიდეს, მდებარეობას, ხანგრძლივობას...
ფსალმუნნი 18:3
2. ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.3. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.4. არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.
ფსალმუნნი თავი 18