მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 136:2

1. მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.2. ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,3. რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა.
ფსალმუნნი თავი 136
2. ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,
ფსალმუნი 136-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.“ ().

1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა

დიდია ამ კაცებში ქალაქის მონატრება, დიდია დაბრუნების წადილი. რადგან, ვიდრე სიკეთეები ხელში ჰქონდათ, კეკლუცობასა და შეურაცხყოფაში ატარებდნენ დროს; ხოლო როცა მათგან განიდევნენ, მაშინღა ჩავარდნენ ნატვრაში. ამიტომაც განდევნა ისინი, რათა უფრო დიდ მონატრებამდე აეყვანა. ღმერთს ეს მრავალ ადგილას სჩვევია. რადგან, როცა მის სიკეთეებში ნებიერად ვცხოვრობთ და მათ ვერ ვგრძნობთ, იგი ამ სიკეთეთა უდაბურობაში გვაყენებს, რათა მოკლებამ გონს მოგვიყვანოს და კვლავ მათი ტკბობა მოვიძიოთ. და რის გამო ისხდნენ მდინარეთა პირას? რადგან ტყვეები იყვნენ და მტრული ქვეყნიდან იყვნენ წამოყვანილნი, კედლებსა და ქალაქებს გარეთ...

სრულად ნახვა
„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...რომელია ეს ფსალმუნი? „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი“ (). „ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,“ (). რადგან იქ „მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა“, და ამბობდნენ: „გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა“ (). „ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?“ ().

ხედავ, როგორ მოაკრძალა ისინი ტყვეობამ? რადგან ტყვეობამდე, თუმცა წინასწარმეტყველები განუწყვეტლივ ჩასძახოდნენ, სჯულს ნუ გადააბიჯებთო, იუდეველებმა ეს ვერ აიტანეს; ტყვეობის შემდეგ კი, როცა ბარბაროსები თავს ესხმოდნენ და მბრძანებლები მათ აიძულებდნენ და აჩქარებდნენ, სჯული დაერღვიათ, იუდეველები არ ემორჩილებოდნენ, არამედ ამბობდნენ: „არ ვიგალობებთ უფლის გალობას უცხო მიწაზე“ (...

სრულად ნახვა