მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 136:1

1. მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.2. ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,
ფსალმუნნი თავი 136
1. მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.
ფსალმუნი 136-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.“ ().

1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა

დიდია ამ კაცებში ქალაქის მონატრება, დიდია დაბრუნების წადილი. რადგან, ვიდრე სიკეთეები ხელში ჰქონდათ, კეკლუცობასა და შეურაცხყოფაში ატარებდნენ დროს; ხოლო როცა მათგან განიდევნენ, მაშინღა ჩავარდნენ ნატვრაში. ამიტომაც განდევნა ისინი, რათა უფრო დიდ მონატრებამდე აეყვანა. ღმერთს ეს მრავალ ადგილას სჩვევია. რადგან, როცა მის სიკეთეებში ნებიერად ვცხოვრობთ და მათ ვერ ვგრძნობთ, იგი ამ სიკეთეთა უდაბურობაში გვაყენებს, რათა მოკლებამ გონს მოგვიყვანოს და კვლავ მათი ტკბობა მოვიძიოთ. და რის გამო ისხდნენ მდინარეთა პირას? რადგან ტყვეები იყვნენ და მტრული ქვეყნიდან იყვნენ წამოყვანილნი, კედლებსა და ქალაქებს გარეთ...

სრულად ნახვა
„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...დამცველებად იქცნენ, როგორც ამის სწავლა იმ ფსალმუნიდან შეიძლება, რომლის მოყვანაც დღეს საჭიროა, რათა ტყვეობის ნაყოფი შეიცნოთ. რომელია ეს ფსალმუნი? „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი“ (). „ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,“ (). რადგან იქ „მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა“, და ამბობდნენ: „გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა“ (). „ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?“ ().

ხედავ, როგორ მოაკრძალა ისინი ტყვეობამ? რადგან ტყვეობამდე, თუმცა წინასწარმეტყველები განუწყვეტლივ ჩასძახოდნენ, სჯულს ნუ გადააბიჯებთო, იუდეველებმა ეს ვერ აიტანეს; ტყვეობის შემდეგ კი, როცა ბარბაროსები თავს ესხმოდნენ და მბრძანებლე...

სრულად ნახვა