...არც სასუფევლის აღთქმით, არამედ რჯულისმდებლის გამო. და სხვაგანაც ამას აკეთებს, ამბობს იგი, როცა აჩვენებს სიამეს, რომელიც ღვთის ბრძანებათა მიმართ აქვს. „რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა“ (). ამასვე ეძიებს პავლეც, როცა იდუმალი სახით ასე ამბობს: „ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ“ (). ესე იგი: რა გულმოდგინებითა და რა სურვილითაც მისდევდით ბოროტებას, თუმცა მას არავითარი ჯილდო არ ჰქონდა, არამედ უფრო სასჯელი და სატანჯველი, იმავე ზომის გულმოდგინებით მისდიეთ სათნოებას.
თუმცა, თქვა, რომ ამ შემთხვევაშიც შესაბამის საზომს ითხოვს. რადგან, როცა ამის თქმას აპირებდა, ასე თქვა: „კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათვჳს ჴორცთა თქუნთაჲსა“ (), რითაც აჩვენებდა, რომ სათნოების მ...