მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 116:2

1. უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;2. რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტება უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 116
2. რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტება უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.
ფსალმუნი 116-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი; რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტება უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.“ ().

1. წარმართთა ქება და ქრისტეს ჭეშმარიტება

ყველასთვის, ალბათ, ცხადია, რომ ეს ნათქვამი მორწმუნეთა ეკლესიის წინასწარმეტყველებაა და იმ ქადაგების წინასწარი გამოცხადება, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. რადგან ფსალმუნი არა მხოლოდ ერთ, ორ ან სამ ერს მოუწოდებს, არამედ მთელ ხმელეთსა და ზღვას. სწორედ ეს მოხდა, როცა ქრისტეს მოსვლა გამობრწყინდა. შემდეგ ცხონების მიზეზსაც ასახელებს: ისინი არა საკუთარ წარმატებათა გამო, არც ცხოვრების წესისა და კადნიერების გამო, არამედ მხოლოდ კაცთმოყვარეობით ცხონდნენ. რადგან, ამბობს იგი: „განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი“ (), ესე იგი, განმტკიცდა, ძლიერი გახდა, კლდეზე უმტკიცესი....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის