მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 109:2

1. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.2. კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.3. შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ.
ფსალმუნნი თავი 109
2. კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ ().

1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება

ავდგეთ, გთხოვთ, და საკუთარი თავი მოვიკრიბოთ. რადგან ფსალმუნი ჩვენთან მეტად დიდ საღვთისმეტყველო ჭვრეტებზე საუბრობს; იგი მწვალებლობის მხოლოდ ერთ სახეობას კი არ უდგას წინ, არამედ მრავალფეროვანსა და სხვადასხვაგვარს. იგი იუდეველებსაც ეწყობა საბრძოლველად, პავლე სამოსატელსაც, არიოზის მსგავსად მოაზროვნეებსაც, მარკიონის მიმდევრებსაც, მანიქეველებსაც და ყველასაც, ვინც აღდგომას უნდობლად ეკიდება. რადგან საბრძოლო წყობა ამდენის წინააღმდეგაა, ჩვენც მრავალი თვალი გვჭირდება, რათა შერკინებები სიზუსტით დავინახოთ. გარეშე შეჯიბრებებში, თუნდაც რომელიმე შერკინება მაყურებელს თვალიდან გამორჩეს, ეს მას არაფერს ავნებს; რადგან ის სანახაობა სწავლებისათვის კი არ შეკრებილა, არამედ სიამოვნებისათვის. აქ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ეგვიპტის წყლულები და ღვთის გამოცხადება:

...ლი შემთხვევით რამედ ან თავისთავად დამდგარ სიკვდილად არ მიჩნეულიყო.

ამრიგად, რაც სხვაგან მაცხოვრის შესახებ ითქვა, სწორედ ამის თქმა შეიძლება აქაც. რომელი სიტყვა? „და უფლებდე შორის მტერთა შენთა“ (). რადგან ისინი უდაბნოში ან სადმე სხვაგან კი არ გაიყვანა, არამედ თვით ქალაქში მოავლინა წყლული. და იხილე კაცთმოყვარეობა თვით ამ წყლულშიც. რადგან ჯერ პირუტყვით დაიწყო და მხოლოდ შემდეგ გადავიდა ადამიანებზე. მაშ, ვინ არ განკვირდებოდა მისი ძალით, როგორ დაამხო ყოველივე დროის ერთ წამში, მისი დანდობითა და გამოუთქმელი სიბრძნით? რადგან ეს წყლული პირველ წყლულად არ მოუვლენია, რადგან სურდა, სხვათა მეშვეობით ისინი გამოესწორებინა; და როცა მოავლინა, წინასწარი უწყების გარეშე არ მოუვლენია. რატომ? რათა სიტყვებით მოეყვანა ისინი გონს და საქმეთა გამოცდილებამდე არ მისულიყვნენ; და ისევ, როცა...

სრულად ნახვა