...ნუთუ მახვილი სჭირდება? ამბობს: საკმარისია მხოლოდ ის, რომ ღმერთი აღდგეს.
მაგრამ ესეც კვლავ უხეში გამოთქმაა; ამიტომ მრავალ ადგილას ამბობს: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (). და კვლავ: „პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა“ (). მაგრამ ესეც უხეში გამოთქმაა. მოისმინე უფრო ამაღლებული სიტყვა: „ყოველივე, რაც ინება, მოიმოქმედა“ ()1, რადგან მისთვის საკმარისია მხოლოდ ნება. დააკვირდი, როგორ აჩვენებს ამ უფრო უხეშ გამოთქმებშიც, რომ ღმერთს არაფერი სჭირდება. რადგან ჯერ იარაღი არ უხსენებია, ვიდრე მას ძლიერს არ უწოდა; და კვლავ, იარაღის ჩამოთვლის შემდეგ, მთელი გამარჯვება მის მარჯვენას მიაწერა, ესე იგი, მის ბუნებასა და მის ძალა...