...„ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი მათი ჟამსა“** (). „მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა“ (); „ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“ (). და კვლავ: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (). და ესაიაც: „რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი“ (). და სათნოების შესახებაც ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“ (). და კვლავ: „რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად“ (). ამიტომაც არყევს მიწას და, როცა მთებს ეხება, მათ კვამლს ადენს, რითაც თავის მეუფებას აცხადებს.
მზესაც აბნელებს და დაბნელებას...