მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 103:26

25. ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა;26. მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.27. ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი მათი ჟამსა;
ფსალმუნნი თავი 103
26. მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქმნილების დამტკიცება და განგების სიუხვე:

...ეულს მივყვეთ. ამბობს: „ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი“ (). ვეშაპებად აქ ზღვის დიდ ცხოველებს გულისხმობს, როგორც სხვაგანაც, როცა ამბობს: „ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა“ (). და ბევრგან შეიძლება ნახოს კაცმა, რომ ეს ცხოველი ასე იწოდება.

3. სტიქიონთა მორჩილება და ყოველივეს სარგებელი

და როგორ ადიდებს ეს თავის შემოქმედს? ამბობს იგი. და როგორ არ ადიდებს? როცა მის სიდიდესა და სხეულის მტკიცე შეკრულობას დაინახავ, რასაც წმიდა წერილი იობში უფრო დიდი სიცხადით მოგვითხრობს, როგორ არ გაოცდები შემოქმედით, რომელმაც ასეთი დიდი ცხოველი წარმოშვა? არა მხოლოდ სიდიდის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ზღვის გაუვალი ნაწილი მას სამკვიდრებელ ადგილად განუჩინა. საოცარია ისიც, როგორ არ გადადის საკუთარ საზღვრებს, თუმცა ველური და მეტისმეტად დიდი ცხოველია; არამედ თავის ადგილებში ბინადრობს, არა მარტო მიწისკენ და...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ამაოების დატევება და ღმერთის მიბაძვა:

...რის ამოქმედებასაც ისურვებ". „მყოფელი ქუხილსა... მოქმედი ცისკარსა და ნისლსა“ ()2„ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა“ (), ანუ — ეშმაკი. „შენთვისაც არ დამიშურებია ეს ხელმწიფება; შენც დასცინე, თუ გნებავს, რამეთუ შეგიძლია ისე შეჰკრა იგი, როგორც ბეღურა". „მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა“ (); „მიბაძე შენც: გაუნაწილე შენი კეთილთაც და ბოროტთაც".

„შეურაცხყოფილი ვითმენ და კეთილს ვუყოფ შეურაცხმყოფელთ; მიბაძე შენც, რამეთუ შეგიძლია". „კეთილს ვაკეთებ არა სანაცვლოსათვის; მიბაძე შენც და კეთილს ნუ გააკეთებ არც სანაცვლოსთვის, არც ჯილდოსთვის". „მე ავანთე მნათობნი ცაზე; აანთე შენც მათზე უფრო ბრწყინვალენი, რამეთუ შეგიძლია; გაანათლე ცდომილებაში მყოფნი, — რამეთუ ჩემი შეცნობა უფრო დიდ...

სრულად ნახვა