...აღმატებული სიკეთეები.
3. ქრისტეს ხელმწიფება და მოციქულთა ძალა
რომელი სიტყვა შეძლებს ამის წარმოჩენას? რადგან თუ წინასწარმეტყველმა, ქმნილებას რომ გადახედა, დაიღალა და უკან დაიხია, ამბობდა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო“ (); და პავლემ, განგების ერთი სახის გამოძიებისას, შესძახა: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა“ (), რაღას იტყოდა ვინმე იმ დღის აღწერისას? ამ ყოველივეს წინასწარ ხილვის შემდეგ წინასწარმეტყველი ამბობდა: „რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა“ (), რითაც საყოველთაო ცხონებას წარმოაჩენდა. მართალია, ამის უწინაც დიდი მეუფე იყო, მაგრამ უცნობი რჩებოდა. „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (). ახლა კი ესეც აღასრულა: ჩვენც თავისად მიიღო და ამითაც დიდი მეუფე გახდა. რ...