...ინება ღმერთს დიდება, როცა ისინი ხმას გამოსცემენ, არამედ მაშინაც, როცა დუმან; როგორც ქრისტეც ამბობს: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (). და კვლავ: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ (). არის დიდებისმეტყველება ენითაც, როგორც მოსემ მარიამთან ერთად ადიდა და თქვა: „უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“ (). არის დიდებისმეტყველებაც თვით ქმნილების მეშვეობით, როგორც თვით ეს მეფსალმუნე ამბობს: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“ (). ასევე აქაც ქმნილება აქებს მას სილამაზით, მდგომარეობით, სიდიდით, ბუნებით, გამოყენებით, მსახურებით, მდგრადობითა და იმ სარგებლობით, რომელიც მისგან წარმოიშობა. ამიტომ, როცა ამბობს: „აქებდით უფალს, ანგელოზნო, ძალნო, ცანო, მთვარევ, მზეო, ვარსკვლავნო და წყლებო, რომლებიც ცათა ზემოთ ხართ“, ამას ამბობს: ყოველი შექმნილი თავისი შემოქმედის სიბრ...
პირველი მეფეთა 2:30
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თ მეტადაც ღმერთთან მიმართებით: ვინც ღმერთით აღტაცებულია და პატივს მიაგებს, საკუთარ თავს აცხოვნებს და უდიდეს სარგებელს იღებს. როგორ? იმიტომ, რომ ვინც სათნოებას მისდევს, ღმერთის მიერ იდიდება; რადგან ამბობს: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ (). მაშ, როგორ იდიდება თვითონ იგი, — იტყვის ვინმე, — თუკი ჩვენი დიდებიდან არაფერს იღებს? ისევე, როგორც ნათქვამია, რომ შია და სწყურია; რადგან ჩვენს ყოველივეს საკუთარად ითვისებს — პატივსაც და შეურაცხყოფასაც — რათა ამით მაინც მიგვიზიდოს და ამით მაინც შეგვეშინდეს; მაგრამ არც ასე ვიზიდებით. მაშ, ვადიდოთ ღმერთი, აღვამაღლოთ ღმერთი ჩვენს სხეულში და ჩვენს სულში2.
როგორ ადიდებს ვინმე ღმერთს სხეულში? — იტყვის ვინმე. და როგორ — სულში? აქ „სულს“ იგი ადამიანის სამშვინველს უწოდებს — სხეულისგან განსხვავებით....
...დიდების მეტყველებაზე არ ჩერდებიან, არამედ ხედავენ, რომ თქვენი საქმეები ბრწყინავს და თქვენ პირს გინათებს, და თქვენი ზეციური მამის დიდებისკენ აღიძვრებიან. ხოლო ამას რომ აკეთებენ, ჩვენთვის ჯილდო იმატებს, რადგან მათ მიერ დიდებისთვის უფალი ჩვენ ურიცხვ სიკეთეს გვანიჭებს: „მადიდებელნი ჩემნი, — ამბობს, — ვადიდნე" (). მაშ, საყვარელნო, ყველაფერი ისე ვაკეთოთ, რომ ჩვენი უფალი იდიდებოდეს, და არავის მივცეთ საცდურის საბაბი. ამას მუდამ გვასწავლის ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე; ერთგან ამბობს: „ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო" (), ხოლო სხვაგან: „ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ" (). მუქარა ძლიერია და მძიმე მსჯავრს გვქადის! ნუ იფიქრებ, ამბობს, თითქოს ზიანი მხოლოდ იმას ეხება, ვინც შენით შესცდა; არა, ის თავად ქრისტეზე გადადის, რომელიც იმ ადამიანისთვის ჯვარს ეცვა. თუკი შენმა უფალმა არ დაიშურა ჯვარცმა მისთვის, შენ განა არ გადაწყვეტ ყოველივეს გაკეთებას, ოღონდ კი არანაირი საცდურის საბაბი არ მისცე? და...
...ასცა უჩუენებდეთ საქმესა ჩუენსა და მას მოუწოდდეთ მაქებელად ჩუენდა და მოწამედ ქველისსაქმისა ჩუენისა. ნუმცა რაჲ არს ჩუენდა კაცობრივთა თუალთა სახილველ, და რამეთუ დაღაცათუ ამისცა დიდებისა გული გჳთქუმიდეს, მაშინ მოგუეცეს ესეცა, რაჟამს ღმრთისამიერსა ოდენ ვეძიებდეთ.
რამეთუ იტყჳს უფალი: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“. და ვი-თარცა რაჟამს ღმრთისათჳს შეურაცხ-ვჰყოფდეთ სიმდიდრესა, მაშინ განვმდიდრდებით, - რამეთუ იტყჳს უფალი: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი მოგემატოს თქუენ“, - ეგრეთვე დიდებაჲ რაჟამს არა სავნებელ ჩუენდა იყოს, მაშინ მოგუცემს მას ღმერთი. ხოლო არა სავნებელ მაშინ არს, რაჟამს არა უფლებულ იყოს ჩუენდა, არცა ვი-თარცა მონათა გჳბრძანებდეს, არამედ გუმორჩილობდეს ჩუენ, ვითარცა უფალთა. რამეთუ ამისთჳს არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთამცა გუსუროდა ამისთჳს, რაჲთა არა გუეუფლებოდის, და უკუეთუ ესე წარვჰმართოთ, მაშინ მოგუცემს მას უხუებით. რამეთუ ვინ არს უბრწყინვალჱს პავლჱსა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „არა ვეძიებ დიდებასა კაცთასა არცა თქუენგან, არცა სხუათაგან“? ანუ ვინ არს უმდიდრჱს მისა, რომელსა არარაჲ აქუს, და ყოველივე აქუს?...
...დესმე დაწჳან. ეგრეთვე შენ, უკუეთუ იქმნა მკურნალ სულთა, ყოველი ღონე კურნებისაჲ მოიპოე მცნებათაებრ ქრისტესთა, რაჲთა მიი-ღო სასყიდელი შენისაცა ცხორებისაჲ და სხუათა სარგებელისაჲ, რაჟამსიგი ყოველსავე იქმოდი სადიდებელად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე, და შეურაცხისმყოფელნი ჩემნი შეურაცხ იქმნენ“.
აწ უკუე, საყუარელნო, ყოველსავე სადიდებელად მისა ვიქმოდით, რაჲთა მოვიგოთ ნეტარებაჲ იგი საუკუნოჲ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმ-თხუევად ყოველნივე მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.